ქართული წიგნი ოკუპაციის ხაზთან – “ნოვა” ბერშუეთსა და კოდისწყაროს ეწვია

ქართული წიგნი ოკუპაციის ხაზთან – “ნოვა” ბერშუეთსა და კოდისწყაროს ეწვია

წიგნის ჩუქების დღეს, კომპანია “ნოვა” ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების  – კოდისწყაროს და ბერშუეთის საჯარო სკოლებს ესტუმრა. სკოლის ბიბლიოთეკებს, “ნოვასგან” “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ენციკლოპედიები და საბავშვო კლასგარეშე ლიტერატურა გადაეცათ. კომპანია “ნოვამ” აქამდეც არაერთი მსგავსი აქტივობა მოაწყო. “ნოვას” მიერ განხორციელებული აქციის – “ერთად ვიზრუნოთ მომავალზე” ფარგლებში, ქართული წიგნები შეგროვდა და გადაეცა ნიქოზის, ოძისისა და დიცის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებს. #ქართულიწიგნიოკუპაციისხაზთან #აჩუქექართულიენისსიყვარულით #ნოვაქმნისქართულს

მეტი