ფეხბურთის განვითარების ფონდს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს

ფეხბურთის განვითარების ფონდს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე დაინიშნა. შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრში 30 იანვარს გატარდა. ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 10 ივლისს გახდა, როდესაც ზაზა დოლიძემ “დინამო თბილისის” დირექტორად გადაინაცვლა, თუმცა, ბოლო ცვლილებამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის კვლავ ფონდის ხელმძღვანელად რჩებოდა.

მეტი

Exclusive: ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია

Exclusive: ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია

ქართული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია. ზაზა დოლიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს დილით დაწერა და ის საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” დირექტორად იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია “რეკორდერს” თავად დოლიძემაც დაუდასტურა. თუ ვინ შეცვლის დოლიძეს ფეხბურთის განვითარების ფონდში, ჯერჯერობით უცნობია. ის, ამ თანამდებობას, ფონდის დაარსების დღიდან იკავებდა.

მეტი