ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება დადგეს

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება დადგეს

ინდოეთის შტატ გუჯარათში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება – „ერთობა“ დადგეს. ძეგლი განდის მიმდევრის, სარდარ ვალაბჰაი პატერის პატივსაცემად ააგეს, რომელიც ინდოეთის შტატების გამაერთიანებლად ითვლება.   ქანდაკება ინდოეთის პრემიერის, ნარენდრა მოდის საყვარელი ქმნილებაა. მას 5 წლის მანძილზე აგებდნენ. სტატუის პროექტს ინდოეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა – მისი ღირებულება 430 მილიონი დოლარია.   ფოტოები: GETTY IMAGES

მეტი