ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 6 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ), ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ). მამაკაცებიდან, კლუჟში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ) მონაწილეობდა, რომელიც ასევე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მეტი

ქალ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელების გადაწყვეტილებით არ მიდის

ქალ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელების გადაწყვეტილებით არ მიდის

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ამ დროისთვის განაცხადშია წარდგენილი, ნატურალიზებული ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში ფინანსების არქონის გამო ვერ მიემგზავრება. “რეკორდერი” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მწვრთნელებმა მიიღეს და საუბარი უსახსრობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ათაბეგაშვილი ამბობს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის მომავალ წელს, ქართველი გოგონები, სალიცენზიო ტურნირებზე იბრძოლებენ, ქალთა გუნდი კი ამ დროისთვის რუმინეთში შეკრებაზე იმყოფება. “ქალთა…

მეტი