გიორგი ჩილაჩავა: “ძლიერები არ ძალადობენ” ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის

გიორგი ჩილაჩავა: “ძლიერები არ ძალადობენ” ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის

კომპანია „ჯი თი ჯი“-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში თანამედროვე სპორტული განათებები დაამონტაჟა. გარდა ამისა, კომპანიამ სკოლისთვის გამართულ საქველმოქმედო აუქციონშიც მიიღო მონაწილეობა. კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ფინანსურმა დირექტორმა,, გიორგი ჩილაჩავამ სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მათი კომპანია, მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული მსგავსი ტიპის აქტივობებში. გიორგი ჩილაჩავა: „დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კომპანია PRMC-ის, რომ მოგვეცა საშუალება, ჩავრთულიყავით თავიდანვე ამ ლამაზ და საჭირო ღონისძიებაში. იმიტომ რომ, დევიზი „ძლიერები არ ძალადობენ“ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, ახალი თაობისთვის….

მეტი

შალვა გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა (ვიდეო)

შალვა  გოგოლაძემ ბერშუეთის სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა (ვიდეო)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი გადასცა. შალვა გოგოლაძე, კომპანია PRMC-ის ანტიბულინგური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ კეთილი ნების ელჩი გახდა და გასულ წელს, სპორტული აქსესუარების პირველ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც სწორედ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის ჩატარდა, მან პირობა დადო, რომ სკოლას ახალ ტატამს აჩუქებდა. „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ბერშუეთის სკოლის მოწაფეებს ასეთი ლამაზი დარბაზის გახსნა და…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი

საქართველო სპორტული მარკეტინგის გარეშე და ჰაერში გადაყრილი სარეკლამო თანხები

საქართველო სპორტული მარკეტინგის გარეშე და ჰაერში გადაყრილი სარეკლამო თანხები

მაგდა კლდიაშვილი – სპორტული მარკეტინგის სპეციალისტი სპორტული ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მარკეტინგული თვალსაზრისით და ბრენდის რეკლამირების მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა. წამყვან ბიზნეს კომპანიებს, საკუთარ სარეკლამო აქტივობებში სფეროს წარმომადგენლები ხშირად შეჰყავთ და ამისთვის სოლიდურ თანხასაც იხდიან, თუმცა მათ მიერ გაღებული სარეკლამო თანხა ზღვაში წვეთია იმ მოგებასთან, რასაც ისინი იღებენ ამ მარკეტინგული მიდგომით. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. იმისათვის რომ სწორად დაგეგმო ნებისმიერი კამპანია, საჭიროა შეიმუშაო სტრატეგია, რომელზეც მთელ შენს მომავალ აქტივობებს…

მეტი

კრიზის მენეჯმენტის წარმატებული მოდელი – Johnson & Johnson-ის სკანდალური ქეისი

კრიზის მენეჯმენტის წარმატებული მოდელი – Johnson & Johnson-ის სკანდალური ქეისი

კრიზისის მენეჯმენტი არ არის მხოლოდ “თავის დასაძვრენი ” პრეს რელიზი ან საგანგებოდ მომზადებული სიტყვით გამოსვლა ქვეყნის წამყვანი ტელეარხების მეშვეობით. ჩვენ გიამბობთ კომპანიის ამბავს , რომლის სკანდალმა თავის დროზე შეძრა მთელი აშშ, თუმცა, სწორი სტრატეგიის დახმარებით, კვლავ შეძლო მომხმარებლის ნდობის დაბრუნება.  ციანიდის კრიზისამდე, ტაილენოლს 100 მლნ მომხმარებელი ჰყავდა აშშ-ში და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სწრაფად პროგრესირებად პროდუქტად ითვლებოდა. ტაილენოლი იყო ყველაზე გაყიდვადი ტკივილგამაყუჩებელი და ბაზრის 37% ჰქონდა მოცული. სწორედ, ამ პრეპარატის წყალობით, იმ პერიოდში Johnson &…

მეტი

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

სამშენებლო კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა. სახურავი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადიოდა, კედლები დაინესტა და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC შიდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.  სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად თანხა შეგროვდა.

მეტი

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სამშენებლო კომპანია MBG, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვის სამუშაოებს  იწყებს. სახურავი დიდი ხანია დაზიანებულია, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადის, კედლები დანესტილია და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს. სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად 43…

მეტი

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

გურამ კაშია: მე მჯერა ადამიანების სიკეთის

სოციალური კამპანია – “ძლიერები არ ძალადობენ”, რომელსაც კომპანია PRMC და ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის” ახორციელებს, ახალი წლიდან საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური სოციალური პროექტი, გასული წლის სექტემბრიდან, დედაქალაქის კერძო და საჯარო სკოლებში დაიწყო და უკვე ფართო გამოხმაურება ჰპოვა. კამპანიაში, კეთილი ნების ელჩის სტატუსით, ცნობილი ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ჩაერთნენ. წლის ბოლოს, პროექტის პირველი ეტაპის დასასრულს, საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც ლეგენდარული სპორტსმენების ისტორიული ნივთები გაიყიდა. შენაძენიდან შემოსული თანხა – 43 ათასი ლარი, საოკუპაციო…

მეტი

ცნობილი სპორტსმენებისა და მოზარდების მონაწილეობით საკალათბურთო მატჩი გაიმართა

ცნობილი სპორტსმენებისა და მოზარდების მონაწილეობით საკალათბურთო მატჩი გაიმართა

კომპანის PRMC-ს სოციალური პროექტის “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით, სკოლა “აიბი მთიებს” საკალათბურთო გუნდის – “ტიტების” წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, საკალათბურთო გუნდის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა. სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით – “არ დაჩაგრო,…

მეტი