აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, მხარდამჭერებთან გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადით ასარჩევად, საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს. “დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ასარჩევად კამპანიას ვიწყებ. გპირდებით, რომ არასოდეს გიღალატებთ”, – მიმართა ტრამპმა ამომრჩევლებს და მათ მხარდაჭრისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპი სცენაზე მელანიასთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხარულია იმის გამო, რომ პირველი ლედის სტატუსს კიდევ 6 წელი შეინარჩუნებს. მიტინგზე სიტყვით ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი და…

მეტი

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე ზელენსკი იმარჯვებს: ეგზიტპოლის მიხედვით, მას ხმათა 73,2% აქვს

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე ზელენსკი იმარჯვებს: ეგზიტპოლის მიხედვით, მას ხმათა 73,2% აქვს

ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, შოუმენი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდება. სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ მან ხმათა 73,2% მოაგროვა, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი ხმათა მხოლოდ 25,3% ერგო. ზელენსკი, დიდი უპირატესობით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში ლიდერობს. ყველაზე ნაკლებად მას ქვეყნის დასავლეთ ნაწილმა დაუჭირა მხარი, თუმცა პოროშენკო იქაც დაამარცხა (57% – 41,3%-ის წინააღმდეგ). ნაციონალური ეგზიტპოლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს და ის არ არის არც ერთ პოლიტიკურ კანდიდატსა თუ პარტიაზე დამოკიდებული. ინტერვიუსთვის შეირჩა ყოველი მე-12 ამომრჩეველი, რომელიც არასპეციალური…

მეტი

მსახიობი ზელენსკი თუ მოქმედი ლიდერი პოროშენკო – ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი?

მსახიობი ზელენსკი თუ მოქმედი ლიდერი პოროშენკო – ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი?

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას აგრძელებს, თუმცა ამ დროისთვის არსებული ვითარება, სავარაუდოდ, აღარ შეიცვლება: პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი და ქვეყნის მოქმედი ლიდერი – პეტრო პოროშენკო გადადიან. იულია ტიმოშენკოს მოუწევს, მესამე ადგილს დასჯერდეს და მარათონს გამოეთიშოს. უკვე დათვლილი ბიულეტენების თანახმად, ზელენსკი ხმათა 30%-ით ლიდერობს, პოროშენკოს კი მხარს ამომრჩეველთა მხოლოდ 16% უჭერს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა ქვეყანაში განსაკუთრებული ექსცესების და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა იულია ტიმოშენკო შედეგებთან…

მეტი

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო

უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო

დღეს უკრაინა პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ეს მეორე პრეზიდენტის არჩევნებია ევრომაიდნის შემდეგ. რა შედეგით დასრულდება პირველი ტური – ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მარათონში სამი ფავორიტი მონაწილეობს, აქედან – ვინ გადავა მეორე ტურში, გამოცნობა რთულია. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. ის, რომ მეორე ტური აუცილებლად შედგება, დღეს ეჭვი არავის ეპარება: წინასაარჩევნო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ვერც ერთი კანდიდატი  პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას…

მეტი

ლიბერალი უფლებადამცველი სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა

ლიბერალი უფლებადამცველი სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა

ორბანი უნგრეთში, კაჩინსკი პოლონეთში, ზემანი ჩეხეთში – ბოლო პერიოდში, ცენტრალურ ევროპაში კონსერვატორები ლიდერობდნენ. ახლა კი სლოვაკეთის ამომრჩეველმა აჩვენა, რომ ლიბერალებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ძალა. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც სლოვაკეთში შაბათს გაიმართა, ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა – ადვოკატმა, უფლებადამცველმა, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა და ლიბერალმა. მისმა მეტოქემ, მაროშ შეფჩოვიჩმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა. ჩაპუტოვას გამარჯვება სლოვაკეთის პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის: პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურაა, ქვეყანას კი პარლამენტი და მთავრობა მართავს. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამ…

მეტი

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ისევ გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა, თუმცა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ,  ხმის მიცემის პროცესი ზუსტად შუაღამემდე – 12 სთ-მდე გასტანს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საღამოს 8 საათისთვის ხმა მისცა მოსახლეობის 56,23%-მა, რაც 1 975 845 ამომრჩეველს შეადგენს. საქართველოში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 72,72%, ხოლო ყველაზე დაბალი – წალკაში – 43,12%. თბილისში განსაკუთრებით იაქტიურეს ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ამომრჩევლებმა….

მეტი

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ (ნაციონალური მოძრაობა) კანონიერების ფარგლებში დავტოვოთ

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ (ნაციონალური მოძრაობა) კანონიერების ფარგლებში დავტოვოთ

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება „ჰიპოთეტურად“ დაუშვა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მას ამაზე საუბარი შტაბში არ ურჩიეს, კითხვას არ გაურბის და „ჰიპოთეტურად წარმოიდგენს, რომ ასე მოხდა“. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნების მოგებას ისევ ძველი მეთოდებით – ძალის გამოყენებით ცდილობს. „გარწმუნებთ, ჯერ ვერ მოვლენ და მაინც თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ, ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, (ისინი) კანონიერების ფარგლებში და ჩარჩოებში დავტოვოთ… კანონის…

მეტი

ბიძინა ივანიშვილი: ასეთი ცდომილება – ეს იყო სირცხვილი, ამას კვლევები აღარ ჰქვია

ბიძინა ივანიშვილი: ასეთი ცდომილება – ეს იყო სირცხვილი, ამას კვლევები აღარ ჰქვია

„პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია. რბილად რომ ვთქვათ, ხალხი ნაწყენია“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასებისას.   ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებასა და გუნდში არსებულ პრობლემებს ის კარგად ხედავდა და პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებაც, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, სწორედ ამ მიზეზის გამო მიიღო.   „პრობლემები ჩანდა: გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო ძალიან შესუსტებული, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი, ჩართულობა გუნდის წევრების იყო ძალიან დაბალი. იგივე ხდებოდა ზუსტად რეგიონებშიც…. პრობლემები…

მეტი

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება – გადაწყვეტილება საარჩევნო დღის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართული სხდომის შემდეგ გაახმოვანა. 28 ნოემბერი ოთხშაბათია, თუმცა, არჩევნებთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, ეს დღე ოფიციალურად არასამუშაოდ გამოცხადდა. არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 55 საარჩევნო უბანი – საქართველოს ფარგლებს გარეთაა. „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ…

მეტი

აშშ-ის საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

აშშ-ის საელჩომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ორგანიზებული. თუმცა, აქვე, საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების თაობაზე, როგორიცაა “შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება” და იმედოვნებს, რომ მეორე ტურში მსგავსი ხარვეზები აღმოფხვრილი იქნება. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ…

მეტი