სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია, პრესსპიკერის პოსტიდან ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 4 სექტემბერს, ხატია მოისწრაფიშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, 10 სექტემბერს კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა. “მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი…

მეტი

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ლაშა ჟვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება, “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე თავად ჟვანიამ გაავრცელა და განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პირველი მაისიდან დატოვებს და კვლავ პატრიარქთან დაბრუნდება. “ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძვირფასი ადამიანია აღბეჭდილი. შუაში, – ჯვარი გოლგოთაგამოვლილი, ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და საქართველოსთვის წამებული და გაბრწყინებული ჩვენი ერის შვილები. ფოტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა ღამეს არის გადაღებული. არ ვიცოდი, თუ მეორე დღეს პრეზიდენტი მის უწმიდესობას სთხოვდა, რომ მე მეხელმძღვანელა მისი ადმინისტრაციისთვის. რთული…

მეტი