მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღარ არის. პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა. ეს პრინციპებია: o ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა; o ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა; o მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა; o ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის…

მეტი

პრემიერის ინფორმაციით, მამუკა გორგოძე მსოფლიო თასისთვის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება

პრემიერის ინფორმაციით, მამუკა გორგოძე მსოფლიო თასისთვის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება

მამუკა გორგოძე ეროვნულ გუნდს უბრუნდება და რაგბის მსოფლიო თასზე ნაკრებს დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე ავრცელებს. “მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისათვის! ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან…

მეტი

363 ჟურნალისტი პრემიერისგან სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მუშაობის გადახედვას მოითხოვს

363 ჟურნალისტი პრემიერისგან სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მუშაობის გადახედვას მოითხოვს

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მიმართვის ავტორები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაერთიანებული ჟურნალისტები, ასევე ის მედიასაშუალებებიც არიან, რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან. მიმართვის ავტორები როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებენ. „მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა…

მეტი

მამუკა ბახტაძე: “ქართული ოცნების” ხელწერა არასდროს იქნება რეზინის ტყვიები

მამუკა ბახტაძე: “ქართული ოცნების” ხელწერა არასდროს იქნება რეზინის ტყვიები

საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისინი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და სხვადასხვა ტიპის გაზს იყენებენ, დეზინფორმაციაა და ეს არასდროს ყოფილა “ქართული ოცნების” ხელწერა. “სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. „ქართული ოცნების“ ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა…

მეტი

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

ჰულუსი აქარმა: თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

“თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში, ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების…

მეტი

პრემიერი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ერთიან და ძლიერ საქართველოს

პრემიერი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ერთიან და ძლიერ საქართველოს

“დღეს, 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა, მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს”, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “თქვენო უწმინდესობავ! ქალბატონო პრეზიდენტო! ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ! პატივცემულო პარლამენტისა და მთავრობის წევრებო! პატივცემულო ელჩებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო! ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!…

მეტი

პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ფრენები დროულად დაიწყოს. ეს განცხადება ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის განმარტებით, ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მიმოსვლა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს გააუმჯობესებს. “ჩვენ ვცდილობთ, აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს…

მეტი

კახა კალაძე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

კახა კალაძე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ფონდს პროექტის განსახორციელებლად, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა. „აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში, წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობდა, თუმცა ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს…

მეტი

მამუკა ბახტაძე: 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, მიწა 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა

მამუკა ბახტაძე: 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, მიწა 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა

2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, მიწა 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა. პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა ის სირთულე, რაც მიწის რეგისტრაციას უკავშირდებოდა, დღეს აღმოფხვრილია. “წლების განმავლობაში, მიწის რეგისტრაცია გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი გახდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე 600 000-ზე…

მეტი

პრემიერი: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს

პრემიერი: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს. ეს განცხადება პრემიერმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებული რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ევროპაში პირველად ჩატარდა და მასპინძელ ქვეყანად საქართველო შეირჩა. “დღეს ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრას დავესწარი, რომელიც ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძლად სწორედ ჩვენი ქვეყანა შეირჩა. 2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა და დავნერგეთ მსოფლიოში უპრეცედენტო, C ჰეპატიტთან ბრძოლის უფასო პროგრამა….

მეტი
1 2