პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

ქართული ჯარი 86%-ით ნდობის რეიტინგის ლიდერია. IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევით, 4%-ით შემცირებულია ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი. წინა კვლევის მიხედვით, ეკლესიის რეიტინგი 89% იყო და ინსტიტუციებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ახალი კვლევით კი, ეკლესიამ რეიტინგში პირველობა 4 %-ით დაკარგა. მისი რეიტინგი დღეს 85%-ია. ახალი კვლევით, ჯარის რეიტინგი გაზრდილია და 86% შეადგენს, მესამე  ადგილზე 72%-ით ქართული მედიაა, ხოლო მეოთხეზე, 59%-ით პოლიცია. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%;…

მეტი

ნიუ-იორკში მაფიის ბოსი მოკლეს

ნიუ-იორკში მაფიის ბოსი მოკლეს

ნიუ-იორკის ხუთი უმსხვილესი მაფიოზური დაჯგუფებიდან ერთ-ერთის მეთაური – ფრენკ კალი, მეტსახელად, ფრენკი ბოი ნიუ-იორკში ჩაცხრილეს. ეს ნიუ-იორკის “მაფიის ოჯახის” ბოსის პირველი შეკვეთილი მკვლელობაა, 1985 წლის შემდეგ.    52 წლის ფრენკ კალი გამბინოს კლანის მეთაური იყო. ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, მას სთეითენ-აილენდის რაიონში, საკუთარი სახლის კართან, 6-ჯერ ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, ძირს დავარდნილ კალის ავტომანქანითაც გადაუარეს.  თავდამსხმელი გაიქცა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.   ფრანჩესკო კალი გამბინოს კლანს სათავეში 2015 წელს ჩაუდგა. მან დომინიკო ჩეფალუ შეცვალა. კალი…

მეტი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირი თავადაც დაჭრილია

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირი თავადაც დაჭრილია

თბილისში, ვერაზე, 15 იანვარს მომხდარი თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა: 1989 წელს დაბადებული გ. ა. – განზრახ მკვლელობის მცდელობის და 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 15 წლამდე (მკვლელობის მცდელობა) და 3-დან 7 წლამდე (დანაშაულის შეუტყობინებლობა) ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და…

მეტი

ანგელა მერკელის კომპიუტერი 20 წლის სტუდენტმა გატეხა

ანგელა მერკელის კომპიუტერი 20 წლის სტუდენტმა გატეხა

გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ კანცლერ ანგელა მერკელის, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ასობით სხვა პოლიტიკოსის ფოსტა და პირადი გვერდები 20 წლის გერმანელმა სტუდენტმა გატეხა. მისი ვინაობა არ ხმაურდება. ფედერალურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ სტუდენტი დაკავებულია. მან დანაშაული აღიარა და ისიც განაცხადა, რომ ყველა ეს მონაცემი “ტვიტერის” ანონიმურ “ექაუნთზე” ჯერ კიდევ გასულ წელს განათავსა. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, 3 იანვარს შეიტყვეს – “ინფორმაციის გაჟონვა” გერმანულმა რადიოსადგურმა RBB-მ აღმოაჩინა. 4 იანვარს, დილით, გერმანიის ხელისუფლებამ საგანგებო თათბირი…

მეტი