3 ოქრო და 1 ბრინჯაო – საქართველოს პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი ზაგრებში

3 ოქრო და 1 ბრინჯაო – საქართველოს პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი ზაგრებში

ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა, ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა. დათო მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი და ლევან ქელეხსაშვილი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედალი ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ +90კგ წონით კატეგორიაში დათმო, სადაც მამუკა კორძაიამ ბრინჯაო აიღო. ხუციშვილმა (80კგ) ტურნირზე ბერძენი კოულოუჩიდისი, სერბი ნიკოლიჩი და სლოვენიელი ტრბულინი 3-0 დაამარცხა. ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)ოქროს მედლისათვის შეხვედრაში უკრაინელი რადულოვი 4-2 დაამარცხა, მანამდე კი სერბ დუკანოვიჩს, უკრაინელ იეშენკოს და ამერიკელ პეტერსს ერთნაირი ანგარიშით 3-0 მოუგო….

მეტი

ქართველმა პლაჟის მოჭიდავეებმა ბრაზილიაში 4 ოქროს მედალი მოიპოვეს

ქართველმა პლაჟის მოჭიდავეებმა ბრაზილიაში 4 ოქროს მედალი მოიპოვეს

რიო დე ჟანეიროში დასრულდა მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირი პლაჟის ჭიდაობაში, სადაც ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 100% იანი შედეგით დაასრულა ასპარეზობა და ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და ყველაში ქართველმა ფალავნებმა იმარჯვეს. ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) გახდნენ. ქელეხსაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ რადულოვს მოუგო, ხუციშვილმა აზერბაიჯანელი იუსუბოვი დაამარცხა, მარსაგიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში პაკისტანელ მუჰამად ინამს სძლია, კორძაიამ…

მეტი

ქართველების 3 ოქრო პორტუგალიიდან – ქელეხსაშვილი, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მსოფლიოს სერიის პირველი ტურნირის გამარჯვებულები არიან 

ქართველების 3 ოქრო პორტუგალიიდან – ქელეხსაშვილი, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მსოფლიოს სერიის პირველი ტურნირის გამარჯვებულები არიან 

საქართველოს პლაჟის ჭიდაობის ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ჩავესში 29-30 მარტს საპლაჟო ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს სერიის პირველ სალიცენზიო ტურნირზე 4 წონითი კატეგორიიდან 3-ში გამარჯვება მოიპოვა. ქელეხსაშვილმა (70 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ილიასლის 2-2-ზე ბოლო ქულის ხარჯზე მოუგო, ხუციშვილმა (80 კგ) აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელ იუსუბოვს საჩემპიონო ბრძოლაში 3-0 სძლია. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა, დავით მარსაგიშვილმა კი ოქროს მედლისათვის თურქი მურატ ოზკანი 3-0 დაამარცხა. სტეფანწმინდელი ფალავანი ტურნირზე შესრულებული საუკეთესო გდებისათვისაც დაჯილდოვდა. “ბედნიერი ვარ,…

მეტი