პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებული ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით მიმდინარეობს, 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ბათუმში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლეს მოქალაქემ ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. დაშავებული პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მეტი