ქართველმა პარაძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის უსინათლო ძიუდოისტთა ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ჩიკოიძე გახდა. ვერცხლის მედალს ზვიად გოგოჭური (-100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ) დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს კიდევ ერთი მედალი გუნდურ შეჯიბრებაში აიღო.

მეტი