ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი – პანკისელებს შორის დაპირისპირება მოხდა

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი – პანკისელებს შორის დაპირისპირება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში, ორ გვარს შორის დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პროტესტი, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის “ხადორი 3”-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გაზაფხულზე მოჰყვა. 21 აპრილს სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.  ხეობაში…

მეტი

სირიაში, 25 წლის პანკისელი, ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიაში, 25 წლის პანკისელი, ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ, პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. 21 წლის ამირან ბორჩაშვილი საქართველოდან სირიაში, თანასოფლელთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად 2015 წლის აგვისტოში წავიდა. მანამდე კი, ორივე ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ამირან და ასლანბეგ ბორჩაშვილები ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდნენ. ასლანბეგ ბორჩაშვილი სირიაში 2016 წლის ივნისში დაიღუპა.

მეტი