პაატა ღუდუშაურს სამუდამო სასჯელი წლის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეეცვალა

პაატა ღუდუშაურს სამუდამო სასჯელი წლის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეეცვალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დავების განმხილველმა ტრიბუნალმა, 10 თვიანი ლოდინის შემდეგ, “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ფეხბურთელის, პაატა ღუდუშაურის აპელაცია განიხილა და მას, სამუდამო დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეუცვალა. ტრიბუნალის ხელმძღვანელმა, ზურა ბიწაძემ სხდომა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა, რაც საქართველოს პროკურატურამ თებერვლის დასაწყისში, ფეხბურთელს საქმიდან განრიდების დოკუმენტი გაუკეთა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლა. საქმე ეხება 2019 წლის 20 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პროფესიული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებული ფეხბურთელების საქმეს, რომლის სასამართლო პროცესიც დღემდე გრძელდება. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ,…

მეტი

სკანდალი გრძელდება  – ვის გამო ენგრევა პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო კარიერა

სკანდალი გრძელდება  – ვის გამო ენგრევა პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო კარიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2019 წლის 20 მაისს, პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. მათ შორის, საფეხბუთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” ხუთი ფეხბურთელი – გიორგი გეთიაშვილი, ნიკა მაისურაძე, ჯონი შეროზია, ნოდარ კიკნაველიძე და პაატა ღუდუშაური. ხუთივე ფეხბურთელი სუს-ის თანამშრომლებმა, ბათუმში, ადგილობრივ „დინამოსთან“ დასრულებული მატჩის შემდეგ აიყვანეს, სასამართლომ კი ისინი 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. უმკაცრესი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. სფფ-მ ყველა ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თუმცა…

მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი, ბათუმში, ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში დააკავა. როგორც “რეკორდერმა” შეიტყო, დაკავებულები არიან პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე. ამ დროისთვის, უწყებას განცხადება არ გაუკეთებია, თუ რომელ თამაშებზეა საუბარი. კლუბში კი აცხადებენ, რომ მათთვის ფეხბურთელების დაკავების მიზეზი უცნობია. “რეკორდერი” “ვიტ ჯორჯიას” ახალ მთავარ მწვრთნელს, მერაბ კოჭლაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მათთვის ახსნა-განმარტება არავის მიუცია. კოჭლაშვილმა არც ის…

მეტი