ევრობასკეტ 2021-ის დარბაზით უზრუნველყოფის საკითხები ფიბა-ევროპის კომისიის სხდომაზე განიხილეს

ევრობასკეტ 2021-ის დარბაზით უზრუნველყოფის საკითხები ფიბა-ევროპის კომისიის სხდომაზე განიხილეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, რომელიც ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომისიის წევრია, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ქალაქ მიუნხენში საშეჯიბრო კომისიის სამუშაო შეკრება გაიმართა, რომელსაც ფიბა-ევროპის პრეზიდენტი, თურგაი დემირელი და გენერალური მდივანი, კამილ ნოვაკი დაესწრნენ. კომისიის სამუშაო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ევრობასკეტისთვის მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები გახლდათ. მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ დაისვა შესაბამისი კითხვები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ერთად 2021 წლის ევრობასკეტს ჩეხეთი, იტალია და გერმანია მასპინძლობენ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ფიბა-ევროპისა და მისი…

მეტი

კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა

კალათბურთის ფედერაციამ განვლილი სეზონი შეაჯამა

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2017-2018 წლის სეზონი შეაჯამა. ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განვლილ სეზონში ფედერაციის მუშაობა შეაჯამა და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებას დაესწრო მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. გიორგაძემ შეაფასა ფედერაციის საქმიანობა და ქართულ კალათბურთს მხარდაჭერა აღუთქვა. პარალელურად, გაიმართა 2017-2018 წლის სეზონის შემაჯამებელი ჟურნალის, რიგით მეშვიდე „წლის წიგნის“ პრეზენტაცია. ჟურნალში შეჯამებულია განვლილ სეზონში ქართულ კალათბურთში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ეროვნული ნაკრების ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატის…

მეტი