ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

2008 წლის აგვისტოს ომის მე – 11 წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკეს. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, გუბერნატორის მოადგილემ გია ებრალიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, საქველომოქმედო ასიციაცია “გურიას” ბენეფიციარებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალი მოინახულეს. 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა…

მეტი

შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

კურორტ შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ატრაქციონების პარკ „ციცინათელასა“ და “მინიატურების პარკში” ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. სეზონის საზეიმო გახსნას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ. ატრაქციონებმა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უფასოდ იმუშავეს. ღონისძიება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან“ არსებული ფოკლორული ანსამბლების ჩართულობით ჩატარდა. ღონისძიების კომპოზიციურ გაფორმებაზე ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ…

მეტი

ოზურგეთში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

ოზურგეთში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი  მუნიციპალური პროექტის – “ჩაის გზის“ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს ქართული ჩაის პოპულარიზაციას, როგორც სამრეწველო, ისე ტურისტული მიმართულებით. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია: თაფლი, მშრალი ხილი, ღვინო, არაყი, თევზის და ყურძნის ნაწარმი. ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს 20-მდე ქართული ჩაის მწარმოებელი საოჯახო მეურნეობების და საწარმოების პროდუქცია, მოინახულეს ეთნოგრაფიულ კუთხე და დააგემოვნეს ადგილობრივი ტრადიციული კერძები. ფესტივალის ფარგლებში, ოზურგეთში ორი დღეა…

მეტი