ოლიმპიური თამაშების რეპეტიცია: ტოკიო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

ოლიმპიური თამაშების რეპეტიცია: ტოკიო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

იაპონიის დედაქალაქი ტოკიო 25-31 აგვისტოს ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. პლანეტის პირველობა ზუსტად იმ დარბაზში გაიმართება, სადაც 2020 წელს, ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, ამიტომ ამ ტურნირს მომავალი თამაშებისთვის გენერალური რეპეტიციის დატვირთვაც ექნება. ტოკიოს მსოფლიო ტატამზე წინასწარი მონაცემებით ხუთივე კონტინენტის 149 ქვეყნის 863 ძიუდოისტს (342 ქალი, 521 კაცი) ელოდებიან. მათ შორის საქართველოს ნაკრებს, რომელიც შვიდივე წონაში ცხრა ძიუდოისტით წარსდგება, ქალთა ნაკრებში კი მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება. ასევე ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე არ ჩავა ჩრდილოეთ კორეა….

მეტი

მინსკიდან ტოკიომდე უცვლელად – ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაირაზმა

მინსკიდან ტოკიომდე უცვლელად – ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაირაზმა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, ქალთა ნაკრებიდან, საქართველოს ღირსებას, ძიუდოს სამშობლოში, მხოლოდ ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანი (-52კგ) დაიცავს. მამაკაცთა შემადგენლობა კი მინსკის ოლიმპიური თამაშების იდენტურია. კაცები: -60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი -66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი -73კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81კგ: ლუკა მაისურაძე -90კგ: ბექა ღვინიაშვილი -100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი +100კგ: გურამ თუშიშვილი ქალები: -52 კგ ტეტიანა ლევიცკაია-შუკვანი ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით…

მეტი

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. ქართველი სპორტსმენები ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან; სახელმწიფომ კი, შესაძლოა, იმ პრემიების რაოდენობა გაზარდოს, რომლებსაც ისინი ოლიმპიური მედლების მოპოვების შემთხვევაში აიღებენ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. შალვა გოგოლაძე განმარტავს, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი 4 წლიანი ციკლია, როდესაც ფედერაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, არც ერთ…

მეტი

ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური მედლები წარმოადგინეს (ფოტო)

ტოკიოში ოლიმპიური და პარალიმპური მედლები წარმოადგინეს (ფოტო)

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა XXXII ოლიმპიადამდე დარჩენილი ერთი წლის უკუთვლა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლების პრეზენტაციით აღინიშნეს. იაპონიის მასშტაბით გამოცხადებული მედლების კონკურსის შედეგად 400-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა. მათ შორის საუკეთესოდ სცნეს იაპონიის დიზაინერთა ასოციაციის და ოსაკას დიზაინერთა საზოგადოების ხელმძღვანელის იუნიჩი კავანიშის დიზაინით შექმნილი მედლების კომპლექტი. აღსანიშნავია, რომ ტოკიო-2020 მედლების პროექტის წყალობით, ოლიმპიურ მედლებთან თავისებური კავშირი აქვთ იაპონიის მოქალაქეებს. საქმე ის არის, რომ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის საჭირო 5 ათასი მედლის…

მეტი

გიორგი ასანიძე: არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი

გიორგი ასანიძე: არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში გამართული ევროპირველობა გუნდური პირველი ადგილითა და 15 მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა. ლიცენზიების კვოტა თითოეულ ქვეყანას მამაკაცებსა და ქალებში მხოლოდ 4 აქვს, პრეტენტენდი კი უფრო მეტია. უკვე ცხადია, რომ იაპონიაში ეროვნული გუნდის მძიმეწონოსნებიდან მხოლოდ ერთი წავა და ეს ლაშა ტალახაძე იქნება. როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი თურმანიძეს კარგად აქვს გააზრებული ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფება, თუმცა კაპიტანი გუნდს სჭირდება…

მეტი

ტოკიოს ოლიმპიური დღიურები – ექსკლუზიურად “რეკორდერში”

ტოკიოს ოლიმპიური დღიურები – ექსკლუზიურად “რეკორდერში”

საინფორმაციო სააგენტო „რეკორდერი“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს – „ოლიმპიური დღიურები“, რომელიც ტოკიოს  2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დასრულებამდე მკითხველისთვის ბევრ ექსკლუზიურ და საინტერესო მასალას/პუბლიკაციას მოამზადებს. 2019 წლის მაისიდან გაშუქდება ტოკიოს ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა, მოსამზადებელი ეტაპი, ექსკლუზიური ინტერვიუები ქართველ ლიცენზიანტებთან (ოლიმპიელებთან და პარაოლიმპიელებთან), მიმდინარე სალიცენზიო ტურნირები და ოლიმპიური/პარაოლიმპიური თამაშები. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, საქართველო 2020 წლისთვისაც 41-45 ლიცენზიას ელოდება. პირველი, ვინც უკვე…

მეტი

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ბილეთები აპრილიდან გაიყიდება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ბილეთები აპრილიდან გაიყიდება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ბილეთები, სავარაუდოდ, 2019 წლის აპრილის ბოლოდან გაიყიდება. შარშან, ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ბილეთების რეალიზებას გაზაფხულზე აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების გაყიდვა აპრილში იგეგმება, საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ბილეთების რეალიზების დაწყებას “ოქროს კვირის” დღესასწაულზე შეძლებენ, რომელიც აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ტარდება.  საორგანიზაციო კომიტეტმა შარშან ივლისში ცალკეული სპორტის სახეობისთვის ბილეთების ფასების საერთო ტარიფი დაამტკიცა. გადახდის ერთადერთი ბრენდული საშუალება Visa ბარათი იქნება.

მეტი