რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

რიოდან ტოკიომდე – როგორ ემზადება საქართველო 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წელია დარჩენილი. ქართველი სპორტსმენები ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან; სახელმწიფომ კი, შესაძლოა, იმ პრემიების რაოდენობა გაზარდოს, რომლებსაც ისინი ოლიმპიური მედლების მოპოვების შემთხვევაში აიღებენ. “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მთავრობის განკარგულების განახლებაზე მუშაობა დაწყებულია. ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. შალვა გოგოლაძე განმარტავს, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი 4 წლიანი ციკლია, როდესაც ფედერაციების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, არც ერთ…

მეტი

ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

ოლიმპიური დღიურები: 7-კაცა ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. ეროვნულმა გუნდმა, საფრანგეთის ქალაქ კოლომიეში მიმდინარე შესარჩევი ტურნირის პირველ დღეს, სამიდან ერთი თამაში მოიგო, გატანილ-გაშვებული ქულებით მესამე ადგილოსნებს შორის რუსეთს აჯობა და ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. ზაზა ლეჟავას გუნდმა პირველი შეხვედრა გერმანიასთან გამართა და 33:7 დამარცხდა. ინგლისთან, საქართველოს ნაკრები უკეთესად გამოიყურებოდა. პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა დაცვასა და შეტევაში კარგად ითამაშეს, რაც ივანე ხელაიას ლელოთი დასრულდა, გარდასახვაც ზუსტი იყო. მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ბურთს…

მეტი

გიორგი ასანიძე: არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი

გიორგი ასანიძე: არავისთვის არის პრივილეგია რაღაც შედეგი

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში გამართული ევროპირველობა გუნდური პირველი ადგილითა და 15 მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა. ლიცენზიების კვოტა თითოეულ ქვეყანას მამაკაცებსა და ქალებში მხოლოდ 4 აქვს, პრეტენტენდი კი უფრო მეტია. უკვე ცხადია, რომ იაპონიაში ეროვნული გუნდის მძიმეწონოსნებიდან მხოლოდ ერთი წავა და ეს ლაშა ტალახაძე იქნება. როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი თურმანიძეს კარგად აქვს გააზრებული ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფება, თუმცა კაპიტანი გუნდს სჭირდება…

მეტი

ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი – გიორგი იანტბელიძე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა

ხინჩეგაშვილი თუ იაკობიშვილი – გიორგი იანტბელიძე მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, გიორგი იანტბელიძისთვის 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე დიდი თავსატეხია. მან არჩევანი უნდა გააკეთოს – სასწორის ერთ მხარეს, ორგზის ოლიმპიური ფინალისტი, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია, მეორე მხარეს კი – მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი 65 კგ წონით კატეგორიაში, ზურა იაკობიშვილი. როგორც გიორგი იანტბელიძე „რეკორდერთან“ ინტერვიუში ამბობს, მან ორივე სპორტსმენთან ისაუბრა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მტკივნეული გადაწყვეტილების მისაღებად მზად არის. რას ფიქრობს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ…

მეტი

ტოკიოს ოლიმპიური დღიურები – ექსკლუზიურად “რეკორდერში”

ტოკიოს ოლიმპიური დღიურები – ექსკლუზიურად “რეკორდერში”

საინფორმაციო სააგენტო „რეკორდერი“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს – „ოლიმპიური დღიურები“, რომელიც ტოკიოს  2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დასრულებამდე მკითხველისთვის ბევრ ექსკლუზიურ და საინტერესო მასალას/პუბლიკაციას მოამზადებს. 2019 წლის მაისიდან გაშუქდება ტოკიოს ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა, მოსამზადებელი ეტაპი, ექსკლუზიური ინტერვიუები ქართველ ლიცენზიანტებთან (ოლიმპიელებთან და პარაოლიმპიელებთან), მიმდინარე სალიცენზიო ტურნირები და ოლიმპიური/პარაოლიმპიური თამაშები. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, საქართველო 2020 წლისთვისაც 41-45 ლიცენზიას ელოდება. პირველი, ვინც უკვე…

მეტი