ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებს რუსი დამკვირვებლები დააკვირდებიან

განცხადება, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პარლამენტის არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების გაგზავნის თაობაზე, ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმილ არჩევნებს “სრული ნდობა” გამოუცხადა და აღნიშნა, რომ “ყველაფერი დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”. პუტინმა ისევ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ცხინვალს “სტრატეგიულ პარტნიორად” მიიჩნევს. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რესპუბლიკაში სოციალური და ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს და უსაფრთხოება სტაბილური იყოს”, – განაცხადა პუტინმა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისში…

მეტი