თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პრობლემებით მიემგზავრება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პრობლემებით მიემგზავრება

რამდენიმე დღე და ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში სტარტს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს. ტურნირს, წინა წლებისგან განსხვავებით, ძალიან პრინციპული და დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთში პრობლემებით მიემგზავრება. როგორც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ნაკრების 70%-ს დღეს ტრავმები აქვს, ამიტომ დასახული მიზანი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებაა. გენო პეტრიაშვილის უშუალო კონკურენტ თურქ ტაჰა აკგულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის წინააღმდეგ, კვლავ…

მეტი