ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი

ქართული წიგნი ოკუპაციის ხაზთან – “ნოვა” ბერშუეთსა და კოდისწყაროს ეწვია

ქართული წიგნი ოკუპაციის ხაზთან – “ნოვა” ბერშუეთსა და კოდისწყაროს ეწვია

წიგნის ჩუქების დღეს, კომპანია “ნოვა” ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების  – კოდისწყაროს და ბერშუეთის საჯარო სკოლებს ესტუმრა. სკოლის ბიბლიოთეკებს, “ნოვასგან” “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ენციკლოპედიები და საბავშვო კლასგარეშე ლიტერატურა გადაეცათ. კომპანია “ნოვამ” აქამდეც არაერთი მსგავსი აქტივობა მოაწყო. “ნოვას” მიერ განხორციელებული აქციის – “ერთად ვიზრუნოთ მომავალზე” ფარგლებში, ქართული წიგნები შეგროვდა და გადაეცა ნიქოზის, ოძისისა და დიცის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებს. #ქართულიწიგნიოკუპაციისხაზთან #აჩუქექართულიენისსიყვარულით #ნოვაქმნისქართულს

მეტი