ნიუ-იორკთან სამხედროების მობილიზება ხდება – იქ კორონავირუსის დიდი კერა აღმოჩნდა

ნიუ-იორკთან სამხედროების მობილიზება ხდება – იქ კორონავირუსის დიდი კერა აღმოჩნდა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მეგაპოლისის ჩრდილოეთით, ერთი მილის რადიუსი ინფექციის გავრცელების განსაკუთრებით სახიფათო ზონად გამოაცხადა. აქ ქალაქი ნიუ როშელი მდებარეობს, სადაც აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე დიდი კერაა აღმოჩენილი. ადგილობრივ მცხოვრებთა დასახმარებლად აშშ-ის ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები გაუშვეს, რომლებიც სამოქალაქო ფუნქციებსაც შეასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ წესრიგს, დაალაგებენ სკოლებს და საკვებს მიუტანენ კარანტინში მყოფ ადამიანებს. ხალხის დასამშვიდებლად, ნიუ როშელის მერმა, ნოამ ბრემსონმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები ქალაქში სამხედრო და საპოლიციო ფუნქციების შესასრულებლად კი არა, ადამიანების დასახმარებლად ჩავიდნენ. ამ დროისთვის, ნიუ-იორკის…

მეტი

ნიუ-იორკში მაფიის ბოსი მოკლეს

ნიუ-იორკში მაფიის ბოსი მოკლეს

ნიუ-იორკის ხუთი უმსხვილესი მაფიოზური დაჯგუფებიდან ერთ-ერთის მეთაური – ფრენკ კალი, მეტსახელად, ფრენკი ბოი ნიუ-იორკში ჩაცხრილეს. ეს ნიუ-იორკის “მაფიის ოჯახის” ბოსის პირველი შეკვეთილი მკვლელობაა, 1985 წლის შემდეგ.    52 წლის ფრენკ კალი გამბინოს კლანის მეთაური იყო. ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, მას სთეითენ-აილენდის რაიონში, საკუთარი სახლის კართან, 6-ჯერ ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, ძირს დავარდნილ კალის ავტომანქანითაც გადაუარეს.  თავდამსხმელი გაიქცა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.   ფრანჩესკო კალი გამბინოს კლანს სათავეში 2015 წელს ჩაუდგა. მან დომინიკო ჩეფალუ შეცვალა. კალი…

მეტი

ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, “თურქიშ ეარლაინსის” 30 მგზავრი მძიმედ დაშავდა

ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, “თურქიშ ეარლაინსის” 30 მგზავრი მძიმედ დაშავდა

ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, 30 მგზავრი მძიმედ დაშავდა.  შემთხვევა “თურქიშ ეარლაინსის” ბორტზე მოხდა. ლაინერი, რომელსაც 326 მგზავრი სტამბოლიდან ნიუ-იორკში მიჰყავდა, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში მშვიდობიანად დაფრინდა, თუმცა 30 მგზავრს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მგზავრების უმრავლესობას დაჟეჟილობები, მსუბუქი მოტეხილობები და ჭრილობები აქვთ. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ცნობით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მაშინ მოხვდა, როდესაც ის ნიუ-იორკს უახლოვდებოდა.

მეტი