აჭარის მაუწყებელს ჟურნალისტები ვახო ხუზმიაშვილის დირექტორის მოადგილედ დანიშვნას აპროტესტებენ და ტელევიზიას ტოვებენ

აჭარის მაუწყებელს ჟურნალისტები ვახო ხუზმიაშვილის დირექტორის მოადგილედ დანიშვნას აპროტესტებენ და  ტელევიზიას ტოვებენ

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილის დანიშვნას აპროტესტებენ. ისინი ახალ ხელმძღვანელს კვალიფიკაციას უწუნებენ და პროფესიულ წარსულს ახსენებენ. პროტესტის ნიშნად დღეს აჭარის მაუწყებელი თბილისის ბიუროს რეპორტიორმა, ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. ჟურნალისტის განცხადება გათავისუფლების შესახებ დირექტორმა დააკმაყოფილა. “ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ,…

მეტი