ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში იქნება

ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში იქნება

ლეგენდარული ტყვიით მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, ნინო სალუქვაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში იქნება.

მეტი

ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

ლერი ხაბელოვი: სპორტი მოდასავითაა, დღეს შეიძლება კარგად გამოიყურებოდე, ხვალ – აღარ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია, რადგან იმ სპორტსმენებმა, რომლებიც ტოკიოს თამაშებისთვის იბრძვიან, საწვრთნელი პროცესის განახლება მალე მოახერხონ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის პროტოკოლი დამტკიცა, სეოკ-ის პრეზიდენტი მასში ცვლილებების შეტანას სწორედ ოლიმპიური სახეობებისთვის ითხოვს, რადგან მისი აზრით, შეუძლებელია 14 დღე კარანტინში გყავდეს სპორტსმენი და ტესტირების შემდეგ, კვლავ ორი კვირა ავარჯიშო. ვინ გაიღებს სპორტსმენთა ვირუსზე ორჯერ ტესტირების ხარჯებს, გაგრძელდება თუ არა ფედერაციებისა და სპორტსმენების ფინანსური დახმარება მომავალ წლამდე, რამდენ ლიცენზიას ელოდება საქართველო ტოკიოს…

მეტი

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ნინო სალუქვაძეა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ნინო სალუქვაძეა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ლეგენდარული ტყვიით მსროლელი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ნინო სალუქვაძე გახდა. 2019 წლის რჩეულები, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, დღეს, “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ ღონისძიებაზე დააჯილდოვა. ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც წელს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

მეტი

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. ეს ლიცენზია საქართველოსთვის მეოთხეა. ამ დროისთვის, ოლიმპიური თამაშები საქართველოს ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, გიორგი მელიამ (97კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) მოუტანეს. გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, რომლითაც უკვე ექვსეული დააფიქსირა და ავტომატურად აიღო ოლიმპიადის ლიცენზია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფინალში გადასასვლელად უკრაინელ ხოციანივსკის შეერკინება.  

მეტი

ნინო სალუქვაძემ შვილთან ერთად მინსკის ევროპის თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ნინო სალუქვაძემ შვილთან ერთად მინსკის ევროპის თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლეგენდარულმა ქართველმა მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ, თავის ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად, დღეს, 50 მეტრიან დისტანციაზე სროლაში, შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ფინალურ ოთხეულში მოხვდნენ, სადაც 0.5 ქულით წააგეს ლატვიასთან, თუმცა მასპინძელ ბელარუსს აჯობეს. ფოტო: სროლის ფედერაცია    

მეტი

ნინო სალუქვაძე: რაც გააკეთე, იმას ვეღარ შეცვლი… ამიტომ, აქ ხარ და დღეს. ესაა ჩემი დევიზი

ნინო სალუქვაძე: რაც გააკეთე, იმას ვეღარ შეცვლი… ამიტომ, აქ ხარ და დღეს. ესაა ჩემი დევიზი

36 წელი ოლიმპიურ თამაშებზე – ტოკიო ლეგენდარული ქართველი მსროლელისთვის, ნინო სალუქვაძესთვის რიგით მეცხრე იქნება. რიოს ოლიმპიადის მსგავსად, სალუქვაძე ახლაც პირველია, ვინც საქართველოდან ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და სიმბოლურ დაფაზე ხელი მოაწერა. კარიერას როდის დაასრულებს, ჯერ არ იცის. აღიარებს, რომ ხანდახან ვარჯიშზე მისვლაც ეზარება, მაგრამ საქმეში მაინც ბოლომდე იხარჯება. სად გადის ნინო სალუქვაძის შესაძლებლობების ზღვარი და იქნება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მისთვის ბოლო – “ოლიმპიური დღიურების” პირველი რესპონდენტი ნინო სალუქვაძეა: – 36 წელია, ოლიმპიურ თამაშებზე…

მეტი

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ლეგენდარული ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ნინო სალუქვაძემ პირველივე სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა  2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია. ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ეს დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე შეძლო, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 578 ქულით ფინალშიც შევიდა, იქ კი, 176.9 ქულით, საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მდგომთაგან: ბერძენ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ანა კორაკაკის, რუს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და…

მეტი