ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საერთაშორისო მისიაში ჩაბმა, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის რეგიონალური მხარდამჭერი დაჯგუფების მეთაურმა, პოლკოვნიკმა შად სმიტმა, “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების ხელშეწყობის დარგში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცეს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ქართველმა…

მეტი

პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდებას მიანიჭებს

პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდებას მიანიჭებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას გენერლის წოდება მიენიჭება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ ჯანჯღავას ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირადად გააცნო და “ნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ის უპრეცენდენტო წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის განცხადებით, გენერლის წოდება ნიკოლოზ ჯანჯღავას წარმატებული სამხედრო კარიერის და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის წარმატებით ჩატარებისთვის მიენიჭება. პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა 2016 წლიდან საქართველოს თავადაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილეა. ნიკოლოზ ჯანჯღავას სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში. ჯანჯღავა  2001 – 2002 წლებში აშშ-ის…

მეტი