შტრუფი დამარცხებულია, ბასილაშვილი ისევ ზვერევის წინააღმდეგ ითამაშებს

შტრუფი დამარცხებულია, ბასილაშვილი ისევ ზვერევის წინააღმდეგ ითამაშებს

გერმანელი იან ლენარდ შტრუფი დამარცხებულია, ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე, კვლავ გერმანელი ალეხანდერ ზვერევი იქნება, რომელსაც რამდენიმე დიღის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალში მოუგო და მსოფლიო კვალიფიკაციაში მეხუთე ადგილიც დააკარგინა. მონრეალის ათასიან მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკვე თავისი მეორე შეხვედრა მოიგო. სერბი დუშან ლაიოვიჩის ძლევის შემდეგ, ჯერი შტრუფზე მიდგა, რომლის დასამარცხებლად ქართველს სამი სეტი დასჭირდა. შეხვედრა დაგეგმილზე გვიან დაიწყო და მას შემდეგ, რაც გერმანელი 2:4 წინ გავიდა, წვიმის გამო მცირე ხნით შეწყდა კიდეც. ბასილაშვილმა პირველი…

მეტი

მონრეალის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა

მონრეალის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუშან ლაიოვიჩი დაამარცხა

მონრეალის ათასიანი მასტერსი ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიო კვალიფიკაციის 28-ე ნომერი, სერბი დუშან ლაიოვიჩი სამ სეტში, საკმაოდ მძიმე ბრძოლაში – 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იქნება. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დუშან ლაიოვიჩის დაპირისპირებამ 2 საათსა და 3 წუთს გასტანა. ბასილაშვილისთვის სერბთან ეს მეხუთე შეხვედრა იყო, საიდანაც მეოთხე მატჩი მოიგო. ამ მოგებით, ქართველმა 36 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 5 მილიონ 701 945…

მეტი

ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ივლისის თვე ქართული სპორტისთვის შედეგიანი და ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ივლისში საქართველოსთვის მოხდა, ისაა, რომ გერმანიაში, საქართველოს დედაქალაქი ევრობასკეტის 2021 წლის მასპინძელ ქალაქად დაასახელეს. 2021 წელს, თბილისი, ბერლინთან, მილანთან და პრაღასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი ქალაქი იქნება. წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში, სადაც ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯამში 13 მედალი აიღეს. აქედან 8 მედალი მოჭიდავეებზე მოდის, 5 კი – ძიუდოისტებზე. ოქროს მედალოსანი ნიკა ბაჩიაშვილი ( 50კგ, ძიუდო) ვერცხლის მედალოსნები ნიკოლოზ…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი: მადლობა ჩემს მხარდამჭერებს საქართველოში

ნიკოლოზ ბასილაშვილი: მადლობა ჩემს მხარდამჭერებს საქართველოში

“ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხე ამ ტურნირის მოგება”, – ეს განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჰამბურგის ღია პირველობის მოგების შემდეგ გააკეთა. ბასილაშვილმა კორტზე ქართველ გულშემატკივარს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა. “ძალიან კარგია, რომ ენერგია აღვიდგინე. ძალიან რთული შეხვედრა მქონდა გუშნ. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ტურნირის ფინალში გიწევს თამაში და იმარჯვებ. მადლობა სპონსორებს, ტურნირის ორგანიზატორებს, რომ ასეთი ატმოსფერო შექმნეს. მადლობა ჩემს მწვრთნელს, იან დე ვიტს, რომელიც აკონტროლებს ჩემს განწყობას კორტზე და მის გარეთ. მადლობა გულშემატკივარს…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი რუბლევი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი რუბლევი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია

ზედიზედ მეორედ – ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობის ჩემპიონია. ქართველმა ჩოგბურთელმა, ჩემპიონობისთვის ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი სამ სეტში, 5:7, 6:4, 3:6 დაამარცხა და კარიერაში მესამე ATP ტიტული მოიგო. ამასთან, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაიცვა 500 სარეიტინგო ქულა და 1975 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო კვალიფიკაციაში კვლავ მე-16 ადგილი დაიკავა. პრიზის სახით, ბასილაშვილი ტურნირზე 354 ათას ევროზე მეტს მიიღებს.  

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ძალიან დრამატულ და დაძაბულ ბრძოლაში, ბასილაშვილმა, მსოფლიო კვალიფიკაციის მე-5 ჩოგანი, გერმანელი ალეხანდერ ზვერევი სამ სეტში – 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს, სადაც მოქმედი ჩემპიონის ტიტულის დაცვას ისევ შეეცდება. დაპირისპირება მეტისმეტად დაძაბული გამოდგა. მეორე სეტში, ქართველი რამდენჯერმე დაბრეიქდა, როდესაც სეტის მოგება შეეძლო, მესამეში კი ყველაფერი აირია. ქართველმა ჩოგბურთელმა სტარტზე ანგარიში 3:0 წაიყვანა, შემდეგ კი ყველ გეიმი წააგო და ანგარიშიც 3:5 გახდა. ბოლო მოწოდება…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარდი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარდი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა, 1/4 ფინალში ფრანგი ჯერემი შარდი ორ სეტში, მარტივად – 2:6, 3:6 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულის დასაცავად წარმატებით მიიწევს წინ. ჰამბურგის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ქულები აქვს დასაცავი, ამიტომ ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი მოგებით, მას მსოფლიო კვალიფიკაციაში არაფერი მომატებია. ამ მომენტისთვის, მას კვლავ აქვს 340 ქულა დასაცავი.

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოგებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოგებით დაიწყო

საქართველოს პირველმი და მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო კვალიფიკაციის 87-ე ჩოგანი, ბოლივიელი ჰუგო დელინი იყო, რომელსაც ორ სეტში, 4:6, 3:6 სძლია და 1/8 ფინალში გავიდა. იმის გამო, რომ ბასილაშვილს აღნიშნულ მასტერსზე ქულები აქვს დასაცავი, მსოფლიოს რეიტინგში მან 510 ქულა დაკარგა და როგორც ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ის დასაცავი აქვს. შესაბამისად, მე-16 პოზიციიდან, 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჰამბურგის ღია პირველობა პირველი ATP ტურნირი იყო, რომელიც კარიერაში ბასილაშვილმა მოიგო.

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე დრამატული მატჩი მოიგო და მსოფლიოს მე-15 ჩოგანია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე დრამატული მატჩი მოიგო და მსოფლიოს მე-15 ჩოგანია

უიმბლდონის დიდის სლემის ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა დრამატული მატჩით დაიწყო. საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე დიდი ბრიტანელი ჯეიმი უორდი იყო, რომელთან დაპირისპირებამაც სამ საათსა და 31 წუთს გასტანა. ორი სეტის შემდეგ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ქართველი ჩოგბურთელი ამ შეხვედრის გადარჩენას შეძლებდა, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ქამბექი” გააკეთა და 6:2, 6:4, 4:6, 4:6, 6:8 იმარჯვა. ამ მოგებით, უიმბლდონის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 ათასი გირვანქა გამოიმუშავა, შემდეგ ეტაპზე კი კვლავ ინგლისელ დენიელ ევანსს შეხვდება. ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში, ქართველი ბიუჯეტს…

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა წააგო

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობა პირველივე წრეში წააგო და ტურნირის გამოეთიშა. “როლან გაროსზე” ქრთველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან ლონდერო იყო, რომელსაც წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია და სამი სეტის წასაგებად მხოლოდ საათნახევარი დასჭირდა. ლონდერომ, რომელიც მსოფლიო რეიტინგშ 85-ე პოზიციაზეა, ბასილაშვილს  4:6, 1:6, 3:6 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კი ქართველი ჩოგბურთელის გარეშე გაგრძელდება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა “როლან გაროსამდე” ლიონის მასტერსზე იასპარეზა, სადაც ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა მსოფლიო…

მეტი
1 2 3 5