ძმები კენჭაძეები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ძმები კენჭაძეები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ძმები – ნიკა და ავთანდილ კენჭაძეები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან. ავთო კენჭაძემ (74კგ), მესამე ადგილისთვის ფინალში, უკრაინელი არსენ მიხაილოვი 12:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. იგივე გააკეთა გუშინ მისმა უმცროსმა ძმამ ნიკამ (79კგ), რომელმაც ბელარუს ანდრეი კარპაჩს სძლია და ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობა მანაც ბრინჯაოს მედლითა და მესამე ადგილით დაასრულა. საქართველოს ნაკრებში 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

მეტი

მეორე ბრინჯაო ბუქარესტიდან – ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

მეორე ბრინჯაო ბუქარესტიდან – ელიზბარ ოდიკაძემ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოდიკაძემ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი 0:3 დაამარცხა და კარიერაში მეხუთე ევროპული მედალი მოიპოვა. ოდიკაძის ბრინჯაო საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა. 79კგ წონით კატეგორიაში, ნიკა კენჭაძემ სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.

მეტი

ნიკა კენჭაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

ნიკა კენჭაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ (79კგ) სადებიუტო გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით დაასრულდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი ანდრეი კარპაჩი  დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. კენჭაძემ ბრინჯაოსთვის შანსი რეპეშაჟიდან შეინარჩუნა. გუშინ მან აზერბაიჯანელ მეტოქესთან, ჯაბრალ ჰასანოვთან პირველივე დაპირისპირება ერთქულიანი სხვაობით, მხოლოდ მიკერძოებული მსაჯობის გამო დათმო, თუმცა აზერბაიჯანელი ფინალში გავიდა და კენჭაძემ მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა, რასაც რეპეშაჟში თავი მშვენივრად გაართვა და ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობაზე მესამე ადგილიც მოიპოვა. ნიკა კენჭაძემ, დიდებს შორის, ევროპის…

მეტი

ევროპის ჩემპიონატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გამოეთიშა

ევროპის ჩემპიონატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გამოეთიშა

მოულოდნელი შედეგებით დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქში. ბუქარესტში, ევროპირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს, ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსს მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძე (97კგ)  ინარჩუნებს, რომელმაც 1/8 ფინალში ბულგარელ მეტოქეს სძლია და ახლა ნახევარფინალისთვის იჭიდავებს. 65 კგ წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუს ყუულართან დამარცხდა და რეპეშაჟში გასვლის შანსიც დაკარგა, რადგან რუსმა თავისი მორიგი დაპირისპირება დათმო. ნიკა კენჭაძეს (79 კგ) სულ მცირე დააკლდა გამოცდილი აზერბაიჯანელის ჯაბრაილ ჰასანოვის დასამარცხებლად, ქართველმა ფალავანმა მინიმალური ანგარიშით 6-7 ბოლო წამებზე დათმო…

მეტი

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

97 კგ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ისევ ელიზბარ ოდიკაძე გახდა. ფინალში მან 23-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი დაამარცხა. მაჭარაშვილმა პირველი პერიოდი 3:6 მოიგო, მეორე ნახევარში კი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, ელიზბარ ოდიკაძემ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და მეტოქეს 10:9 სძლია. დაპირისპირება ძალზედ საინტერესო გამოდგა.  შეხვედრის დასასრულს, მაჭარაშვილსა და ოდიკაძეს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, მაჭარაშვილი მარცხის გამო გაბრაზდა, თუმცა მსაჯმა ორივე ფალავანი დააშოშმინა. 86 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტულს სანდრო ამინაშვილი…

მეტი

ნიკა კენჭაძე საქართველოს ჩემპიონია

ნიკა კენჭაძე საქართველოს ჩემპიონია

მსოფლიოს ჩემპიონმა 23-წლამდელებს შორის, ნიკა კენჭაძემ (79კგ), რამდენიმე წუთის წინ, დიდები, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონი გახდა. ფინალში, კენჭაძემ გაფრინდაშვილი დაამარცხა, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თასზე, 23-წლამდელებს შორის, დიდი ანგარიშით წააგო. ამბროლაურელ მოჭიდავეს სრულფასოვანი რევანში გამოუვიდა, რადგან, შეხვედრის დასრულებამდე მშრალი ანგარიშით – 10:0 შეძლო მისი დამარცხება. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯაბა ყველაშვილმა და დავით ხუციშვილმა. 65 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა ედემი ბოლქვაძე, რომელმაც ფინალში ამირან ვახტანგიშვილი დაამარცხა. ამავე…

მეტი

ნიკა კენჭაძემ დავით ხუციშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ნიკა კენჭაძემ დავით ხუციშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ (79კგ), თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ნახევარფინალში დავით ხუციშვილი 4:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. კენჭაძემ ხუციშვილის დამარცხება შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა. 5 წამით ადრე, მან ორ ქულიანი გდება გაუკეთა მეტოქეს. ფინალში ის ტარიელ გაფრინდაშვილს შეხვდება, რომელმაც ჯაბა ყველაშვილს სოლიდური უპირატესობით სძლია. პირველი საშეჯიბრო დღის ფინალები, ხვალ, 17:15 საათიდან დაიწყება.

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქრო მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქრო მოიპოვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც, ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა ყველა ქვეყანაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 3 ოქრო და 1 ბრინჯაო –  ასეთია საქართველოს ეროვნული გუნდის მონაგარი. მსოფლიოს ჩემპიონები ძმები – ავთო (74 კგ) და ნიკა (79 კგ) კენჭაძეები გახდნენ, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), მძიმეწონოსანი როლანდ ანდრიაძე კი ბრინჯაოს დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა 108 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, მედლების სინჯის მიხედვით, საქართველო…

მეტი

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან

თვისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა, ნიკა კენჭაძემ (79კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97კგ), რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, ოქროს მედლები მოიპოვეს. გივი მაჭარაშვილს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, 2 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. მან ამერიკელ კოლინ მოორის, აშკარა უპირატესობით – 10:0 სძლია. მაჭარაშვილამდე, ოქროს მედალი ნიკა კენჭაძემ მოიპოვა, რომელმაც რუს გაჯი ნაბიევს 3:2 მოუგო. დღეს, მესამე ოქროს მედლისთვის ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებს, რომელმაც, უფროსებს შორის, ბუდაპეშტში,  ერთი თვის წინ, მეორე ადგილი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული…

მეტი