საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენა. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის  20  ივლისს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 9 აგვისტოს ბრალი წარედგინა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს…

მეტი

“მთავარი არხი” მაუწყებლობას, სავარაუდოდ, ოქტომბერიდან დაიწყებს

“მთავარი არხი” მაუწყებლობას, სავარაუდოდ, ოქტომბერიდან დაიწყებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საზოგადოებას ახალი ტელევიზიის ლოგოტიპი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წარადგინა. როგორც გვარამია წერს, მისი ავტორი, P.S.-ს ყოფილი წამყვანი, გიორგი გაბუნიაა. ტელეკომპანია “რუსთავი 2” კი ჟურნალისტებისგან იცლება. ამ დროისთვის, “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ არხი უკვე დატოვა, “რუსთავი 2”-დან წავიდნენ სხვადასხვა გადაცემის წამყვანები და ტექნიკური პერსონალი. ნიკა გვარამიას განცხადებით, “მთავარი არხი” ჟურნალისტებთან ხელშეკრულებებს უკვე ორშაბათიდან გააფორმებს, გავრცელებულ ინფორმაციით, “მთავარი არხი” კი, მაუწყებლობას სავარაუდოდ ოქტომბერში დაიწყებს.

მეტი

ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ოს ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები “სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2”-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის “ინტერ მედია” და “ინტერ მედია პლიუსიდან”, გამოძიებისათვის…

მეტი

საჯარო რეესტრმა “რუსთავი 2”-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა “რუსთავი 2”-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა უწყებაში პარტნიორთა კრების ოქმი წარადგინა, სადაც ხელს მხოლოდ ქიბარ ხალვაში აწერს, როგორც 60%-იანი წილის მფლობელი და შპს “პანორამას” მესაკუთრე. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული. რეესტრის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თანამდებობიდან მოხსნილია. ნიკა გვარამიას განცხადებით, “ის გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საქმეს მოიგებს კიდეც. იმ ხუთი მილიონით კი, რომელიც მას კონტრაქტის გაწყვეტისთვის ეკუთვნის, ახალ ტელეკომპანიას გააკეთებს,…

მეტი

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლების ერთობლივი განცხადება

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლების ერთობლივი განცხადება

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტიაა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების…

მეტი

ქიბარ ხალვაშმა, “რუსთავი 2”-ის დასაბარუნებლად, საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ქიბარ ხალვაშმა, “რუსთავი 2”-ის დასაბარუნებლად, საჯარო რეესტრს უკვე მიმართა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ უკვე მიმართა საჯარო რეესტრს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თაობაზე, დაჩქარებული წესით შეიცვალოს არხის დამფუძნებლები და მენეჯმენტი. სალიამ რეესტრში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება წარადგინა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დოკუმენტს თან 220 ლარიანი ქვითარი ახლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე, დაჩქარებული წესით სურს მონაცემებში ცვლილებების შეტანა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას კონტრაქტი აბსურდია და ამასთან დაკავშირებით, დავით დვალსა და ქიბარ ხალვაშს შორის კომუნიკაცია შედგება….

მეტი

ნიკა გვარამია: კონტრაქტი მაქვს, აქედან ვერავინ გამიშვებს

ნიკა გვარამია: კონტრაქტი მაქვს, აქედან ვერავინ გამიშვებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში მისი პოსტიდან გათავისუფლებას ვერ შეძლებს. გვარამიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კონტრაქტი წარუდგინა, რომელშიც საუბარია სერიოზულ გარანტიებზე – მისი პოსტიდან გაშვება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც კონტრაქტით გათვალისწინებული გარანტია იქნება გადახდილი. თანხის ოდენობა ტელეკომპანიის დირექტორს არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, მას ტელეკომპანიასთან კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს და კონტრაქტში არსებული დათქმით, მის გაუქმებაზე დავა მხოლოდ ლონდონის სასამართლოშია შესაძლებელი. “მეორე საკითხი, რომელიც არ უკავშირდება ამ გადაწყვეტილებას,…

მეტი

რა პიროვნულ კომპრომატებს შეიცავს წერილი, რომლითაც დეკანოზ მამალაძის ოჯახი დაიმუქრა

რა პიროვნულ კომპრომატებს შეიცავს წერილი, რომლითაც დეკანოზ მამალაძის ოჯახი დაიმუქრა

მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავირებით, სიტუაციის უკიდურესი განვითარების შემთხვევაში, სკანდალური წერილის გამოქვეყნებით იმუქრება. განცხადება ამის შესახებ მსჯავრდებულის ძმამ, რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი თქმით, წერილის ერთი ნაწილი საეკლესიო ბიზნესს ეხება და სკანდალურ გზავნილში პატრიარქის ოჯახის წევრებზეა საუბარი, კონკრეტულად, მის დაზე: “ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს. ბიზნესებს ფლობს საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული…

მეტი