ქართველი ქალის ხმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან: ჩვენი ქვეყნის ისტორია გაყალბებულია

ქართველი ქალის ხმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან: ჩვენი ქვეყნის ისტორია გაყალბებულია

ქართველმა მწერალმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ, 11 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ისტორიაში ქალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის არის ავტორი ერთ-ერთი ზღაპრისა, მამაც ქართველ გოგოებზე დაწერილი თანამედროვე ზღაპრების კრებულიდან, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელს გამოიცა. ნენე კვინიკაძე : „ვეცადე შუშანიკიდან-დემნა გვასალიამდე, ისე როგორც 9 აპრილიდან – ფემიციდის დღევანდელ სტატისტიკამდე 6 წუთში ჩავტეულიყავი. გაეროს შენობაში ბევრი „ზღაპარი“ მოყოლილა, მაგრამ ჩვენი ზღაპრები მხოლოდ სტილისტურადაა ზღაპრები, რეალურად კი, ჩვენი მაგარი გოგოებით ინსპირირებული ერთგვარი მანიფესტებია“. რატომ გვჯერა ზღაპრების? –  გაეროს ტრიბუნიდან დასმულ ამ კითხვას, მწერალმა თავადვე უპასუხა: „ჩვენი ქვეყნის…

მეტი