ნავთობის ფასი 11%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი 11%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი, ახალი წლიდან, 11%-ით გაიზარდა. ბარელის ღირებულებამ დღეს 59,87 დოლარს მიაღწია.  გასული წლის 31 დეკემბერს, ბარელი ნავთობი 53,8 დოლარი ღირდა. ნავთობის ფასის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზად, ანალიტიკოსები ოპეკი+ გადაწყვეტილებას ასახელებენ. ოპეკი და ის ქვეყნები, რომლებიც კარტელში არ შედიან, დეკემბრის დასაწყისში, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ოპეკი+ გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შევიდა. გარდა ამისა, გაზეთი The Wall Street Journal, ოპეკის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთი Brent ნავთობის 1 ბარელის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ცდილობს,…

მეტი