იენს სტოლტენბერგი:”ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება”

იენს სტოლტენბერგი:”ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება”

ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ლონდონის სამიტის წინ განაცხადა. „ნატო-ს ძალების ყოფნა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არის მძლავრი მესიჯი რუსეთისთვის: თუ მოხდება მათზე თავდასხმა, მას მთელი ალიანსი უპასუხებს“,-განაცხადა სტოლტენბერგმა. დღეს და ხვალ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ალიანსის ლიდერები პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის თავდაცვის გეგმას განიხილავენ.

მეტი

ღარიბაშვილი NATO-ზე: უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

ღარიბაშვილი NATO-ზე: უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვისა და უსართხოების კონფერენცია შეაჯამა. კონფერენციის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა NATO-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს მოთმინებით, მაგრამ, ამავე დროს – მზად. “პირველ რიგში, მე მინდა, შევაჯამო კონფერენცია და ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, 300-მდე მონაწილე გვყავდა. ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ ძალიან საინტერესო პასუხები მივიღეთ, კითხვებიც საინტერესო დაისვა. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია იმის, რომ მაღალი დონის, რანგის დელეგაციები სტუმრობენ…

მეტი

როუზ გოტმიოლერი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

როუზ გოტმიოლერი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ყოფილმა მოადგილის, როუზ გოტმიოლერის განცხადებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. ეს განცხადება გოტმიოლერმა, ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ბრიუსელიდან ვიდეომიმართვისას გააკეთა. “სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავ კონფერენციას ვერ ვესწრები, თუმცა მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვსულიყავი. ჩვენი ვიზიტიც ბათუმში გაიმართა და უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამ კონფერენციასაც ეს შესანიშნავი ქალაქი მასპინძლობს. ამით ჩვენ გვსურდა, ხაზი გაგვესვა…

მეტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის რანგში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ბრიუსელში პირველად გამართა. მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიდგომა ნატოსთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს…

მეტი

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია

ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა. ახალი ტექნიკის გადმოცემა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოხდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. “JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატოს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას….

მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლას არ ადასტურებს

ხურვალეთში რუსი სამხედროების შესაძლო გადაადგილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება: “ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ…

მეტი

ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილი მთავარსარდალი ფიქრობს, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს ნატოში მიიწვევენ  

ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილი მთავარსარდალი ფიქრობს, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს ნატოში მიიწვევენ  

ინტერვიუ „ამერიკის ხმასთან“ შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის და თურქეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, შავი ზღვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რა როლს თამაშობენ რეგიონის ქვეყნები, როგორია თურქეთის პოზიცია მონტრეს კონვენციის გათავალისწინებით და რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში გაზრდილი წვლილის შესატანად? ამ თემებზე გადამდგარ სამ ვარსკვალიან გენერალ ბენ ჰოჯესს, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო, ია მეურმიშვილი ესაუბრა. ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ჩვენთან რომ ხართ. მადლობა…

მეტი

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოეწერა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოეწერა

ნატო-ს შტაბ-ბინაში ხელი მოეწერა ჩრდილოეთ მაკედონიიის რესუბლიკის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს. ღონისძიებას დაესწრო მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. “დღეიდან ჩემი ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია,” – ამის შესახებ, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა ბრიუსელში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ნატო არის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ვაშინგტონის შეთანხმებაში ჩაწერილი ღირებულებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია. „ეს არის ოჯახი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მშვიდობა იყოს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგე-ბლობა და…

მეტი