NASA 14 ათას ფუნტ სტერლინგს გადაუხდის მოხალისეებს, თუ ორ თვეს საწოლში გაატარებენ

NASA 14 ათას ფუნტ სტერლინგს გადაუხდის მოხალისეებს, თუ ორ თვეს საწოლში გაატარებენ

NASA 14 000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობს მოხალისეებს, რომლებიც თანახმა იქნებიან, ორი თვე საწოლში გაატარონ. ამ პერიოდის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, იკითხონ წიგნი და უყურონ ფილმებს. თუმცა პროექტში მონაწილეებმა ყველაფერი, მათ შორის, ბუნებრივი მოთხოვნილებებიც წოლით მდგომარეობაში უნდა დაიკმაყოფილონ. როგორც NASA–ში აცხადებენ, მათ მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანის ორგანიზმზე მიკროგრავიტაციის ეფექტის შესასწავლად სჭირდებათ, რაც ასტრონავტებს სივრცეში გრძლევადიანი მოგზაურობისთვის დაეხმარებათ. პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა 24 კანდიდატი, მათგან ფინალში მხოლოდ ნახევარი გადავა. ფოტო: Sky News

მეტი

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი Dragon დედამიწას დაუბრუნდა

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი Dragon დედამიწას დაუბრუნდა

კერძო კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა შექმნა, წარმატებით დაეშვა ატლანტიკის ოკეანეში, 450 კმ-ის დაშორებით კანავერალიდან (ფლორიდა). კაფსულას დაშვების ადგილას სამაშველო გემი “სერჩერი” ელოდებოდა. ნასა-ს სპეციალისტების განცხადებით, კოსმოსური ხომალდის დედამიწაზე დაბრუნება იყო გამოცდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ვინაიდან დაშვება ფრენის პროცესის ყველაზე სახიფათო ნაწილია. მეცნიერებს სურდათ, შეემოწმებინათ, რამდენად კარგად დაიცავს მომავალ ეკიპაჟს ხომალდის ახალი თბოდამცავი გარსი, რომელიც ადრინდელი “შატლებისგან” განსხვავებულია. გაფრენის დროს, კოსმოსური ხომალდის ბორტზე ეკიპაჟი არ იმყოფებოდა. კოსმოსში მანეკენმა იმოგზაურა. Crew Dragon-ი მსოფლიო…

მეტი

როგორ გამოიყურება იუპიტერის ცა

როგორ გამოიყურება იუპიტერის ცა

ეს გამოსახულება ძალიან ჰგავს მხატვარ-აბსტრაქციონისტის ნამუშევარს, თუმცა სინამდვილეში – იუპიტერის ატმოსფეროს ფოტოსურათია, რომელიც ნასა-ს პლანეტათაშორისმა სადგურმა “იუნონამ” გადაიღო, რომელიც ჩვენი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის ირგვლივ ბრუნავს. “იუნონა” იუპიტერის ორბიტაზე 2016 წელს გავიდა და მას უკვე 18-ჯერ შემოუარა. თებერვალში პლანეტათაშორისი სადგური, მორიგ ჯერზე, მაქსიმალურად მიუახლოვდა გაზის გიგანტს (13 ათასი კილომეტრის დაშორებით) და პლანეტის ატმოსფეროს რამდენიმე მაღალი ხარისხის ფოტო გადაუღო. მოყვარულმა ასტრონომმა, კევინ ჯილიმ ორიგინალური გამოსახულება საათის ისრის მიმართულებით, 100 გრადუსით შემოაბრუნა და ოდნავ დაარედაქტირა, გაზარდა…

მეტი

კოსმოსური “ნოეს კიდობანი” – როგორი იქნება ხომალდი, რომლითაც კაცობრიობა დედამიწას დატოვებს

კოსმოსური “ნოეს კიდობანი” – როგორი იქნება ხომალდი, რომლითაც კაცობრიობა დედამიწას დატოვებს

მეცნიერები ამბობენ, რომ დადგება დღე, როდესაც ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ფანტასტიკურ ფილმებშია: კაცობრიობას დედამიწის დატოვება, ახალი სახლის – პლანეტის პოვნა და მასზე ახალი ცივილიზაციის შექმნა მოუწევს.  ასეთი მასშტაბური მოგზაურობისთვის ადამიანებს კოსმოსური “ნოეს კიდობნის” აგება დასჭირდებათ – ხომალდის, რომელიც გალაქტიკის გადაკვეთას და პირველი მაცხოვრებლების ახალ მიწაზე მიყვანას შეძლებს, სადაც არ უნდა იყოს ის. რა დროს დასჭირდება ამ უდიდეს გადასახლებას? და რა ზომის უნდა იყოს კოსმოსური ხომალდი, სადაც, დედამიწელებთან ერთად, მოთავსდება ყველაფერი, რაც სიცოცხლის გაგრძელებისა და ახალი…

მეტი

პლანეტა სატურნი რგოლებს კარგავს

პლანეტა სატურნი რგოლებს კარგავს

ნასას მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად პლანეტა სატურნის ირგვლივ რგოლები ძალიან სწრაფად ქრება. სატურნის რგოლები ძირითადად წყლის, ქვებისა და მტვრისგან შედგება. პლანეტას 1980-იან წლებში ნასას ხომალდი, „ვოიაჟერი“ ესტუმრა, რომელმაც პირველად აღმოაჩინა “რგოლების წვიმის” სახელით ცნობილი ფენომენი. ნასას ცნობით, “სატურნის ძლიერი მიზიდულობის გამო, რგოლების შემადგენელი მატერია პლანეტაზე მტვრის სახით წვიმს”. მეცნიერების ვარაუდით, რგოლები დაახლოებით 300 მილიონ წელიწადში გაქრება. ნასას ხომალდის “კასინის“ინფორმაციაზე დაყრდნობით, რგოლები შესაძლოა სულ რაღაც 100 მილიონ წელიწადში გაქრეს, რაც 4 მილიარდი წლის სატურნის ასაკთან შედარებით, ძალიან…

მეტი

იდუმალი რადიოსიგნალები დედამიწაზე შორეული გალაქტიკებიდან მოდის

იდუმალი რადიოსიგნალები დედამიწაზე შორეული გალაქტიკებიდან მოდის

მეცნიერებმა ამოუხსნელი ბუნების უცნაური რადიოსიგნალები დააფიქსირეს, რომლებიც დედამიწაზე სხვადასხვა გალაქტიკიდან მოდის. როდესაც ეს სიგნალები (FRB – სწრაფი რადიოიმპულსები) დედამიწის რადიოტელესკოპებამდე აღწევს, ისინი წამში ათასობით ნაწილად ფეთქდებიან და იკარგებიან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ასეთი იმპულსები უკვე რამდენიმე ათეული დაფიქსირდა, თუმცა ამ კვირაში სიგნალები უწინდელზე უცნაური გახდა – ისინი მეორდებოდნენ. მეცნიერებს არ შეუძლიათ, დაზუსტებით თქვან, რასთან გვაქვს საქმე და საიდან მოდიან რადიოტალღები, ამიტომ რამდენიმე შესაძლო ვერსიას განიხილავენ. პირველი ვერსია – ნეიტრონული ვარსკვლავია. როდესაც ვარსკვლავი ფეთქდება და კვდება, ის,…

მეტი

ნასა-ს ზონდმა „პარკერმა“ სისწრაფისა და მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა

ნასა-ს ზონდმა „პარკერმა“ სისწრაფისა და მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა

ნასა-ს მისია, რომელიც მზისკენ ორთვენახევრის წინ გაემართა, ვარსკვლავს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდა – და იგი მოძრაობას ისევ აგრძელებს. წინა რეკორდი ამერიკულ-გერმანულ ერთობლივ თანამგზავრს – „ჰელიოს 2“-ს ეკუთვნოდა: 1976 წელს ის მზეს 42,73 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა. „პარკერი“, რომლის ამოცანაა – „შეეხოს მზეს“, ვარსკვლავს 7-ჯერ უფრო ახლო მანძილზე უნდა მიუახლოვდეს. მზესთან მიახლოების უკიდურეს წერტილში აპარატს ვარსკვლავიდან 6 მილიონი კილომეტრი უნდა აშორებდეს – ეს 25-ჯერ უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენი პლანეტის ორბიტა. მზისკენ სვლის დროს „პარკერმა“ უკვე დაამყარა ახალი…

მეტი