გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, დავით კირკიტაძე  პატიმრობაში დატოვა. უფლებადამცველებმა მოსამართლესთან დააყენეს შუამდგომლობა, დავით კირკიტაძე 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაეთვისუფლებინა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. კირკიტაძემ, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დააკავეს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მეტი

რომან გოცირიძე: ფაქტიურად, “ქართულ ოცნებაში” არსებობს დიქტატურა

რომან გოცირიძე: ფაქტიურად, “ქართულ ოცნებაში” არსებობს დიქტატურა

საპარლამენტო უმცირესობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს. ოპოზიციის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის კრიტიკით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” დიქტატურაა და ივანიშვილის განცხადება ეს იყო გაფრთხილება მმართველი გუნდის სხვა წევრების მისამართით. “ის, რომ პარტიაში იყო შიდა დაპირისპირება, ეს ყველასათვის ცნობილი იყო. ეს დამთავრდა ლოგიკური შედეგით. ყველა განსხვავებული აზრი პარტიაში ისჯება და დღეს ვხედავთ დასჯილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გამოთქვეს თავიანთი დამოკიდებულება,…

მეტი

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ (ნაციონალური მოძრაობა) კანონიერების ფარგლებში დავტოვოთ

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ (ნაციონალური მოძრაობა) კანონიერების ფარგლებში დავტოვოთ

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება „ჰიპოთეტურად“ დაუშვა და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მას ამაზე საუბარი შტაბში არ ურჩიეს, კითხვას არ გაურბის და „ჰიპოთეტურად წარმოიდგენს, რომ ასე მოხდა“. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპოზიცია არჩევნების მოგებას ისევ ძველი მეთოდებით – ძალის გამოყენებით ცდილობს. „გარწმუნებთ, ჯერ ვერ მოვლენ და მაინც თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ, ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს, (ისინი) კანონიერების ფარგლებში და ჩარჩოებში დავტოვოთ… კანონის…

მეტი

ბიძინა ივანიშვილი: როცა ოპონენტი არა გყავს, შიდა გუნდის დაშლა იწყება

ბიძინა ივანიშვილი: როცა ოპონენტი არა გყავს, შიდა გუნდის დაშლა იწყება

„შედეგი უნდა მივიღოთ მარტივი: კანონმორჩილი და ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, თვითონ იცავს თამაშის წესებს და შემდგომ ითხოვს სხვებისგან. და, რაც მთავარია, ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკე, ეს უნდა გამთელდეს და გამთლიანდეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას, ის მას ემსახურება, მისი ყველა გაჭირვება იცის და თუ არ შეუძლია გაკეთება, უთანაგრძნოს მაინც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ამ მიზნის მისაღწევად, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ…

მეტი

კახა კალაძე: დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან

კახა კალაძე: დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ოპოზიციას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჰააგაში გასამართლების შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის თაობაზე, კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა: “ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და “ნაციონალური მოძრაობა” უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას,  მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას. მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ…

მეტი

პარლამენტის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობას” “კრიმინალურ და ბინძურ პოლიტიკურ ძალას” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობას” “კრიმინალურ და ბინძურ პოლიტიკურ ძალას” უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე “ნაციონალურ მოძრაობას” “კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა” უწოდა: „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი – კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ საუბრობს მაღალ მატერიებზე – ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია. „უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა…

მეტი

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება. ხაზარაძის თქმით, ქვეყანა რთული რეალობის წინაშე დგას – “ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი”. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამის თქმის საფუძველს მისი კომპანიების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აძლევს, მათ შორის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერის მხრიდან. ხაზარაძე წერს, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებელი ტერიტორია მისთვის “უფასოდ” არავის უჩუქებია და პროექტის განხორციელების უფლება მან…

მეტი