ნიუ-იორკთან სამხედროების მობილიზება ხდება – იქ კორონავირუსის დიდი კერა აღმოჩნდა

ნიუ-იორკთან სამხედროების მობილიზება ხდება – იქ კორონავირუსის დიდი კერა აღმოჩნდა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მეგაპოლისის ჩრდილოეთით, ერთი მილის რადიუსი ინფექციის გავრცელების განსაკუთრებით სახიფათო ზონად გამოაცხადა. აქ ქალაქი ნიუ როშელი მდებარეობს, სადაც აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე დიდი კერაა აღმოჩენილი. ადგილობრივ მცხოვრებთა დასახმარებლად აშშ-ის ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები გაუშვეს, რომლებიც სამოქალაქო ფუნქციებსაც შეასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ წესრიგს, დაალაგებენ სკოლებს და საკვებს მიუტანენ კარანტინში მყოფ ადამიანებს. ხალხის დასამშვიდებლად, ნიუ როშელის მერმა, ნოამ ბრემსონმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები ქალაქში სამხედრო და საპოლიციო ფუნქციების შესასრულებლად კი არა, ადამიანების დასახმარებლად ჩავიდნენ. ამ დროისთვის, ნიუ-იორკის…

მეტი