ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

რომის მსოფლიო თასზე, ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. გარდა ლაშა ტალახაძისა, რომის მსოფლიო თასი, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა, ტრიუმფით დაასრულა ანტონ პლესნოიმაც (96კგ). პლესნოიმ ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა….

მეტი

მსოფლიო თასი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან 27:8 დამარცხდა

მსოფლიო თასი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან 27:8 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე გამოსვლა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველ ტაიმში მხოლოდ 3 საჯარიმო ქულის აღება მოახერხა, მეორე ნახევარში კი, ქართველთაგან ერთადერთი ლელო თოდუამ გაიტანა და ამით, ბორჯღალოსნებმა თავიანთი მაქსიმუმი დააფიქსირეს. საპირისპიროდ, ავსტრალიელებმა საქართველოს კიდევ 17 ქულა აუღეს. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მოწინააღმდეგემ საქართველოს ორი ლელო დაუდო, რომლებიც ვერ გარდასახეს და ამით 4 ქულა დაკარგეს. მსოფლიო თასზე მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ ურუგვაის დამარცხება მოახერხა. ავსტრალიასთან მატჩით, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე…

მეტი

მილტონ ჰეიგი: უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია

მილტონ ჰეიგი: უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია

ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, ასევე მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პირველი კითხვა ახალ ზელანდიელ სპეციალისტს ეხებოდა, რომელმაც აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი, გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც – კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ“. ჰეიგმა განსაკუთრებული ყურადღება 9-10 ნომრებზე გელა აფრასიძისა და…

მეტი

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხეს

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, იაპონიაში მინდინარე მსოფლიო თასის მეორე ტურში, ურუგვაის ნაკრებს 33:7 სძლია. პირველად, მსოფლიო თასზე, ქართველმა ბორჯღალოსნებმა პირველი ბონუს ქულაც აიღეს. მატჩის მე-9 წუთზე თოდუამ ურუგვაელების ნახევარზე ლელო გაიტანა. 30-ე წუთზე კი გიორგაძემ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ლელოს გარდასახვა ამ ეპიზოდში აბჟანდაძეს არ გასჭირვებია. შეხვედრის პირველი ნახევარი 12:7 დასრულდა, მეორეში კი მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ. მილტოკ ჰეიგის გუნდმა მეორე ტაიმში მეტოქეს 21 ქულა აუღო. ლელოები ჩილაჩავას, ბრეგვაძის და კვესელაძის ანგარიშზეა. ყველა ლელო კი აბჟანდაძემ…

მეტი

ბორჯღალოსნები მსოფლიოსთვის მზადებას ნაგოიაში აგრძელებენ

ბორჯღალოსნები მსოფლიოსთვის მზადებას ნაგოიაში აგრძელებენ

ბორჯღალოსნებმა ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, ტოკუშიმას ბანაკი დატოვეს და ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდს სადებიუტო შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრებთან ელის. ტოკუშიმაში გუნდს ნაყოფიერი, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული პერიოდი ჰქონდათ. პრეფექტურის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ჩვენს ნაკრებს გულთბილად დახვდა და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეუქმნა. 13 სექტემბერს იაპონიის ტოპ ლიგის ადგილობრივ კლუბ “ჰონდა ჰით”-თან ერთობლივი ვარჯიშიც გაიმართა. ნაგოიაში ჩასვლის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გამართეს. მთავარმა მწვრთნელმა…

მეტი

პრემიერის ინფორმაციით, მამუკა გორგოძე მსოფლიო თასისთვის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება

პრემიერის ინფორმაციით, მამუკა გორგოძე მსოფლიო თასისთვის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება

მამუკა გორგოძე ეროვნულ გუნდს უბრუნდება და რაგბის მსოფლიო თასზე ნაკრებს დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე ავრცელებს. “მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისათვის! ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან…

მეტი

გამარჯვება 12 წუთში: საქართველო – სამხრეთ აფრიკა 24:20

გამარჯვება 12 წუთში: საქართველო – სამხრეთ აფრიკა 24:20

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მოსამზადებელ მატჩში, სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზს “საუზერნ კინგსს” თამაში დასკვნით წუთებში შემოუტრიალეს, სამი ლელო გაუტანეს და 24:20 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის შეგირდებს ამ მატჩამდე ბოლო თამაში 5,5 თვის წინ ჰქონდათ გამართული, მოსამზადებელი ეტაპის პირველი ორი ბლოკი კი, უმთავრესად ფიზმომზადებას ემსახურებოდა. გუნდი სულ ახლახანს გადავიდა ბურთით ვარჯიშზე, ტექნიკური და ტაქტიკური ნიუანსების დახვეწაზე და ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენს თამაშში გარკვეული ხარვეზები იქნებოდა. მოლოდინი გამართლდა და მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ…

მეტი

კიკბოქსიორი ელენე ლოლაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

კიკბოქსიორი ელენე ლოლაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

იტალიის ქალაქ რიმინში, RDS არენაზე მიმდინარე კიკბოქსინგის მსოფლიო თასი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ელენე ლოლაძემ. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე, რომელზეც მონაწილეობას 42 ქვეყნის 2800 მონაწილე იღებდა, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსოფლიო თასი WAKO-ს ეგიდით 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა.  

მეტი

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია. პოლონეთში გამართულ მსოფლიო თასის  პირველი ეტაპის ფინალში, 200 მეტრიან დისტანციაზე, ქართველმა კანოისტმა საუკეთესო დრო აჩვენა და ოქროს მედლისა და თასის მფლობელი გახდა. 200 მეტრიანი დისტანცია ნადირაძემ 39.191 წამში დაფარა. მეორე ადგილზე ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი გავიდა, ხოლო მესამეზე – ბელარუსი არსტენ კოზირი.

მეტი

ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ქათველმა პარამოფარიკავეებმა, სან პაულუში, 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოქროს მედალოსანი ირმა ხეცურიანი გახდა, რომელმაც ხმლით ფარიკაობაში, ფინალში ტაილანდელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ბრინჯაოს მედალის მფლობელი კი ნინა თიბილაშვილი გახდა. ირმა ხეცურიანისთვის ეს კარიერაში მე-16 ოქროს მედალია.    

მეტი
1 2