3 ოქრო და 1 ბრინჯაო – საქართველოს პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი ზაგრებში

3 ოქრო და 1 ბრინჯაო – საქართველოს პლაჟის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი ზაგრებში

ქვიშის ჭიდაობაში, მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა, ტრიუმფით დაასრულა გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა. დათო მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი და ლევან ქელეხსაშვილი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. ოქროს მედალი ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ +90კგ წონით კატეგორიაში დათმო, სადაც მამუკა კორძაიამ ბრინჯაო აიღო. ხუციშვილმა (80კგ) ტურნირზე ბერძენი კოულოუჩიდისი, სერბი ნიკოლიჩი და სლოვენიელი ტრბულინი 3-0 დაამარცხა. ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)ოქროს მედლისათვის შეხვედრაში უკრაინელი რადულოვი 4-2 დაამარცხა, მანამდე კი სერბ დუკანოვიჩს, უკრაინელ იეშენკოს და ამერიკელ პეტერსს ერთნაირი ანგარიშით 3-0 მოუგო….

მეტი

ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრა. ჯემალ კილაძის შეგირდები 7-8 სექტემბერს მსოფლიოს სერიის დასკვნით ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. ბრაზილიის და პორტუგალიის ეტაპებზე ჩვენმა ნაკრებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რიო დე ჟანეიროში სულაც 100% იანი შედეგით ოთხი მონაწილიდან ოთხი ჩემპიონით დაასრულა ასპარეზობა. ხორვატიაში საქართველოს ნაკრები უცვლელი შემადგენლობით იჭიდავებს: ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). აღსანიშნავია, რომ დავით მარსაგიშვილი ქვიშის ჭიდაობის…

მეტი