საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება

საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება

რაგბი ევროპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება, დღეს რაგბის კავშირმა გაავრცელა. “ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას…

მეტი

მილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია

მილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ხვალ, “დინამო არენაზე” ისტორიულ ტესტ მატჩს ჩაატარებს. შოტლანდიასთან დაპირისპირებამდე, მილტონ ჰეიგის გუნდმა კაპიტნის ვარჯიში “დინამო არენაზე” ჩაატარა, შემდეგ კი ჰეიგმა და კაპიტანმა, მიხეილ ნარიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მილტონ ჰეიგის განცხადებით, ხვალინდელ შეხვედრაში სტადიონზე გულშემატკივრის მრავლად ყოფნას დიდი მნიშვნელობა ექნება. “ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია…

მეტი

საქართველოს რუქა მაისურებზე – ბორჯღალოსნები რუსეთში გამარჯვებისთვის იბრძვიან

საქართველოს რუქა მაისურებზე – ბორჯღალოსნები რუსეთში გამარჯვებისთვის იბრძვიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის  ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, “ყუბანის” სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება. ქართველი მორაგებეები, სტადიონზე, მატჩის დაწყების წინ სპეციალური მაისურებით გამოჩნდნენ, სადაც საქართველოს რუკაა დატანილი და ამით, რუსებს მიანიშნეს, რომ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოა. ბორჯღალოსნებს რუსეთთან 1996 წლის შემდეგ არ წაუგიათ. ამ მომენტში, შეხვედრის პირველი ნახევარი მიმდინარეობს და ანგარიში, საჯარიმოებით – 3:3-ია. ფოტო: რაგბის კავშირი

მეტი

ერთი ტურით ადრე, ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

ერთი ტურით ადრე, ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი, ერთი ტურით ადრე, გამარჯვებითა და ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა, გერმანიის ნაკრებს, ქუთაისში, “აია არენაზე” უმასპინძლა და 52:3 გაანადგურა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდეს, გერმანელებმა კი საპასუხოდ მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს. პირველი ლელო გერმანელებს, მე-3 წუთზე მირიან მოდებაძემ დაუდო, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამის შემდეგ, მეტოქის ნახევარზე ლელოები ხმალაძემ, მამუკაშვილმა, მალაღურაძემ, ლობჟანიძემ და შარიქაძემ შეასრულეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა დღეს ოთხიდან მეოთხე მატჩი მოიგეს….

მეტი

ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები 24:10 დაამარცხეს

ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები 24:10 დაამარცხეს

მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში და წლის პირველ საშინაო მატჩში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 24:10 დაამარცხა. მილტონ ჰეიგის გუნდმა 12:5 მოიგო, მეორე ნახევარში კი ქართველმა მორაგბეებმა 10 ქულის აღება მოახერხეს. ესპანეთთან დაპირისპირებაში ლელოთი დავით გიგაური, ლევან ჩილაჩავა,  ვასილ ლობჟანიძე და  გრიგოლ ქერდიყოშვილი გამოირჩნენ. რაგბი ევროპის” მესამე დაპირისპირებას, საქართველო 10 მარტს, გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა ქუთაისში, “აია არენაზე” გაიმართება. ფოტო: რაგბის კავშირი

მეტი

ბორჯღალოსნები წლის პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადებიან

ბორჯღალოსნები წლის პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადებიან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. წელს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში სულ ოთხ თამაშს გამართავს – ორს რაგბი ევროპაზე და ორსაც აგვისტოში, მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე. “რაგბი ევროპის” პირველ საშინაო მატჩში, ხვალ, 17 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე ბორჯღალოსნები ესპანეთს დაუპირისპირდებიან. ერთი კვირის წინ რუმინეთთან კლუჟში მოგებული (18:9) მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა ხაზი უცვლელი დატოვა. ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელმაც რუმინეთთან 70-ე კეპი მოიხვეჭა; ცენტრში გიორგი კვესელაძე და ზურაბ ძნელაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე…

მეტი