მიხეილ ბატიაშვილი: გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის

მიხეილ ბატიაშვილი: გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის საცურაო აუზზე მიმდინარე 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველო – რუმინეთის ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გულშემატკივარს და ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც სოსო მაისურაძე წვრთნის, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რუმინელები 12:10 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოვიდა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდა უპირატესობას და მეორე პერიოდში 4 ბურთითაც იგებდა,…

მეტი

საქართველოს ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს

საქართველოს ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს

საქართველოს ევროპის 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილად ბორჯომ-ბაკურიანი განიხილება. ითქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მულტისპორტული კონტინენტური შეჯიბრება ზამთრის სპორტში ჩართული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომელსაც 26 წლის ისტორია აქვს. უკვე გაიმართა 14 ფესტივალი, გარკვეულია 2021 და 2023 წლების ფესტივალების მასპინძლების ვინაობაც (ფინური ვუოკატი და იტალიური ფრიული-ვენეცია-ჯულია). საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ…

მეტი

მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას

მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყვეტილებას მიიღებს. “ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი პოზიცია ასეთია – გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება, იმის მიხედვით უკვე, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ პოზიცია გვაქვს ერთი – სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ რიგში, ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, რომ მშვიდ გარემოში ვარჯიშობდეს, ორიენტირებული იყოს ვარჯიშზე და არ გვიხდებოდეს საუბარი კონფლიქტურ…

მეტი

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. “მიხარია თქვენთან შეხვედრა და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ. მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი…

მეტი