მირზა სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მირზა სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაპატიმრებულმა მირზა სუბელიანმა, საპატიმრო დატოვა. საქართველოს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, გლდანის მერვე საპყრობილის დატოვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მირზა სუბელიანი ზუსტად ერთი წლის წინ დააკავეს. მას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მეტი

მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეეფარდა

მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ დღეს, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლელა ნოზაძის განმარტებით, მირზა სუბელიანისადმი წაყენებული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  376-ე მუხლიდან  375-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდა და ის დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედაა ცნობილი. დაცვის მხარემ, წინა სასამართლო პროცესის მსგავსად, დღესაც, სუბელიანისთვის ფულადი ჯარიმის შეფარდება მოითხოვა.  

მეტი

მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში რჩება

მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მირზა სუბელიანის ადვოკატების შუამდგომლობა, მათი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების შესახებ და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე, ამიტომ არ დაეთანხმა სუბელიანისთვის უფრო ნაკლებადმძიმე სასჯელის დაკისრებას. დაცვის მხარის მოთხოვნა, 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სუბელიანი გათავისუფლებულიყო, არ დაკმაყოფილდა. სუბელიანმა პროცესზე განაცხადა, რომ თუ საზოგადოების ინტერესი არის ისეთი, რომ იგი ციხეში უნდა იყოს, მაშინ ის დარჩება პატიმრად. შემდეგი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა,…

მეტი

ვაშაძის შტაბი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – “ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის”

ვაშაძის შტაბი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – “ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის”

გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. როგორც ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი “რუსთავი 2”-ის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ჩანაწერია, სადაც ხორავას საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ხელისუფლების წინააღმდეგ მის მიერვე შენახულ კომპრომატებსა და სხვა საქმეებზე საუბრობს. “ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ხელისუფლება გვყავს. ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ და ხელისუფლების ყველა შტოს მართავს კრიმინალური, შეიარაღებული…

მეტი