მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 1 მილიონ 394 000 ლარი გამოიმუშავეს

მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 1 მილიონ 394 000 ლარი გამოიმუშავეს

საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მთავრობის 2014 წლის #39 დადგენილების საფუძველზე, მეორე ევროპულ თამაშებზე მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 1 394 000 ლარის საპრემიო თანხა გამოიმუშავეს. ოქროს მედლისთვის, ევროპულ თამაშებზე, ისევე როგორც ევროპირველობაზე, ქვეყანამ საკუთარი სპორტსმენი 68 000 ლარით წაახალისა, ვერცხლის მედალოსნები – 51 ათასი ლარით, ბრინჯაო კი – 34 ათასი ლარით. 61 მონაწილიდან, 30-მა ქართველმა სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. აქედან, 6 ოქროა, 10 – ვერცხლი, 14 კი ბრინჯაო. ოქროს მედლების ჯამური თანხა…

მეტი

ლუხუმ ჩხვიმიანი მეორე ევროპული თამაშების გამარჯვებულია

ლუხუმ ჩხვიმიანი მეორე ევროპული თამაშების გამარჯვებულია

მინსკის მეორე ევროპული თამაშები ტრიუმფით დაასრულა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ). ოქროს ფინალში, ჩხვიმიანმა ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილმა გერმანელი მორიტც პლაფკი სძლია და ბრინჯაოს დაეუფლა. -66 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო მესამე ადგილისა და ბრინჯაოსთვის – ბაგრატ ნინიაშვილი.  

მეტი