ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მინსკის თამაშების ფინალშია

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მინსკის თამაშების ფინალშია

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, დღეს, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებში ჩაერთო და 200 მეტრიანი დისტანცია, წინასწარ რბოლაში საუკეთესო შედეგით დაასრულა. ნადირაძემ კანოეთი 200 მეტრი 39.421 წამში დაფარა და პირველ ადგილზე გავიდა, რითიც ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. დღესვე, კაიაკით, 200 მეტრიან დისტანციაზე რბოლაში, ნახევარფინალში გავიდა ბადრი ყაველაშვილი, რომელმაც 35.227 წამი აჩვენა და 21 მონაწილეს შორის მეცხრე პოზიციაზე გავიდა. ნახევარფინალში იასპარეზებს კანოისტი მარიამ ქერდიკაშვილი, რომელმაც 200 მეტრიანი დისტანცია 51.526 წანმში დაფარა. ყაველაშვილი და ქერდიკაშვილი ნახევარფინალებს დღეს ჩაატარებენ, ხოლო ზაზა…

მეტი

“ლიპოს” ოლიმპიური დღიური

“ლიპოს” ოლიმპიური დღიური

რა უნდა იყოს იმაზე დიდი გულისტკივილი სპორტსმენისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული კარიერაში, გარდა ორი – მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისა. ვარლამ ლიპარტელიანი ქართულ სპორტში და მსოფლიო ძიუდოს ისტორიისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, თუმცა თავის კიმონოზე ამ დრომდე წითლად და ოქროსფრად მისი გვარი არ წაუწერიათ. ის ახლა 31 წლისაა და წინ უმნიშვნელოვანესი მსოფლიოს ჩემპიონატი ელის, მომავალ წელს კი ოლიმპიური თამაშები. შესაძლოა ეს დამთხვევაა, მაგრამ იაპონია და მისი დედაქალაქი ვარლამ ლიპარტელიანისთვის შესაძლოა აღთქმული მიწა აღმოჩნდეს და სწორედ ტოკიოში…

მეტი

მინსკი 2019: ნინო ოძელაშვილს მოგება წაართვეს

მინსკი 2019: ნინო ოძელაშვილს მოგება წაართვეს

მინსკის მეორე ევროპული თამაშებზე, ქართველ სამბისტს, ნინო ოძელაშვილს (-72კგ), მაშინ როდესაც მასპინძელ ბელარუს მეტოქეს 0:2 ამარცხებდა, მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს. ილეთის შესრულების დროს, ნინოს ჟილინსკაიამ ხელი ატკინა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ქართველი სპორტსმენი მზად იყო შეხვედრა გაეგრძელებინა. მსაჯების გადაწყვეტილებით, ოძელაშვილი დამარცხებულად გამოაცხადეს, თუმცა გამეორებაზეც კარგად გამოჩნდა, რომ ნინოს მეტოქისთვის მტკივნეული ილეთი არ გაუკეთებია. ამრიგად, ნინო ოძელაშვილი მინსკის თამაშების ვიცე ჩემპიონია. ჯამში კი, სამბისტების ანგარიშზე, 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. სულ მალე, ოქროს…

მეტი

მინსკის ევროპული თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მინსკის ევროპული თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს  ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მეორე ევროპულ თამაშებზე, მინსკში, 9 ძიუდოისტთით იქნება წარმოდგენილი. მინსკის თამაშებისთვის ლიცენზიები მოიპოვეს: -60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი -66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი -73კგ – ლაშა შავდათუაშვილი -81კგ – ლუკა მაისურაძე -90კგ – ბექა ღვინიაშვილი -100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი +100კგ – გურამ თუშიშვილი საქართველოს ნაკრების ქალი ძიუდოისტები რეიტინგით ვერ მოხვდნენ ევროპულ თამაშებზე. თუ მათზე რეიტინგით წინ მდგომი ძიუდოისტები რაიმე მიზეზით უარს იტყვიან თამაშებში მონაწილეობაზე, მაშინ მონაწილეობის შანსი ქართველ ქალებსაც მიეცემათ….

მეტი