სეოკ-ში ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

სეოკ-ში ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს – სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტუმართა შორის იყვნენ ვეტრანი სპორტსმენები, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, მსაჯები, სპორტის გულშემატკივრები. შეხვედრას უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გაიხსენა ახლახანს დამთავრებული ევროპული თამაშების პერიპეტიები, მაღალი შეფასება მისცა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას ამ მნიშვნელოვან მულტისპორტულ შეჯიბრებაში, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას და პიროვნებას, ვინც უზრუნველყო…

მეტი

6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო – საქართველომ მეორე ევროპული თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა

6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო – საქართველომ მეორე ევროპული თამაშები ისტორიული შედეგით დაასრულა

6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო – საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპული თამაშები ისტორიული და წარმატებული შედეგით დაასრულა. მინსკის თამაშებში მონაწილე 50 ქვეყანას შორის საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა მინსკის სარბიელზე სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე შედეგი აჩვენეს. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. მოპოვებულ ჯილდოებში მნიშვნელოვანია ქართველი სამბისტების წვლილი, რომლებმაც 14 შესაძლებლობიდან 4…

მეტი

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია. მძიმეწონოსანმა ფალავანმა, ოქროს ფინალი ბელარუს კირილ ჰრიშანკასთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მფლობელი დავით ჩხარტიშვილი (60კგ) გახდა, ხოლო ვერცხლი შმაგი ბოლქვაძეს ერგო (67კგ). საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეტი

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მეოთხე მედალი ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ შემატა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე  მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა. ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა (125კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძემ (74კგ). ხვალ, მინსკში ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული დღეები იწყება. პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს…

მეტი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი და ვიცე ჩემპიონია. ოქროს ფინალში, საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა. გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის ელიზბარ ოდიკაძე(97კგ) იჭიდავებს.

მეტი

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

გივი მაჭარაშვილი მინსკის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაჭარაშვილი, გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გენო პეტრიაშვილის არყოფნაში, აბსოლუტურ წონაში გადაწიეს და მას, ნაცვლად 97 კილოსი, 125 კილოში უწევდა ასპარეზობა. როგორც ჩანს, მწვრთნელების ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც, მაჭარაშვილი ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ფინალში, მაჭარაშვილი რუს ანზორ ხიზრიევს შეერკინა, რომელიც ქართველზე მთელი თავით მაღალია და 23 კილოთი მძიმე. მიუხედავად მეტოქის ამხელა უპირატესობისა, მაჭარაშვილმა ტოლი არ დაუდო ხიზრიევს…

მეტი

ხინჩეგაშვილმა შური იძია – რუსი ჩაკაევი დამარცხებულია, ლადო ფინალშია!

ხინჩეგაშვილმა შური იძია – რუსი ჩაკაევი დამარცხებულია, ლადო ფინალშია!

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მინსკის ევროპული თამაშების ფინალშია. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ახმედ ჩაკაევს, ბუდაპეშტში განცდილი სუფთა მარცხისთვის რევანში აუღო და მეტოქე 8:2 დაამარცხა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ლადო ხინჩეგაშვილი მეორე, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

მეტი

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

გივი მაჭარაშვილი ევროპული თამაშების ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125კგ) მინსკის ევროპული თამაშების ფინალშია. ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ჯამალუდინ მაგომედოვი 4:2 დაამარცხა და პირველია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ხვალ. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილი 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და თავისზე 23 კილოთი მეტ მეტოქეს სძლია. ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ხვალ ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და ლაშა ლომთაძე (57კგ).    

მეტი

სირილ მარე დამარცხებულია – “ლიპო” ფინალშია

სირილ მარე დამარცხებულია – “ლიპო” ფინალშია

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი მინსკის ევროპული თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ქართველმა ფალავანმა (-100კგ) ფინალში გამსვლელ ბრძოლაში ფრანგ სირილ მარეს შანსი არ დაუტოვა და არასრულ ორ წუთში იპონით სძლია. მარესა და “ლიპოს” დაპირისპირება ნაადრევ ფინალად მოინათლა. შესაბამისად, ოქროს მედლის მოგების ფავორიტი სწორედ ვარლამ ლიპარტელიანია. კაპიტანმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო, ოქროსთვის კი რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ადამიანს დაეჭიდება.

მეტი

გურამ თუშიშვილი მინსკის ევროპული თამაშების ნახევარფინალშია

გურამ თუშიშვილი მინსკის ევროპული თამაშების ნახევარფინალშია

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი მინსკის ევროპული თამაშების 1/2 ფინალში გავიდა. ნახევარფინალის საგზური ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავნმა 11 წამში მოიპოვა. პოლონელ სარნაცკის თუშიშვილმა სტარტზევე იპონით სძლია. ფინალის საგზურისთვის გურამ თუშიშვილი ჰოლანდიელ გროლს შეერკინება. 1/2 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ბელარუსი მოწინააღმდეგე, საფირმო მახრჩობელა ილეთით, ასევე იპონით დაამარცხა. -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილი მალე რუს ხალმურზაევს დაუპირისპირდება.

მეტი
1 2