მეზღვაურ დავით რაზმაძის ცხედარი ორი თვის შემდეგ საქართველოში ჩამოასვენეს

მეზღვაურ დავით რაზმაძის ცხედარი ორი თვის შემდეგ საქართველოში ჩამოასვენეს

ქართველი მეზღვაურის,  დავით რაზმაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენებას ორი თვის განმავლობაში ელოდა. 23 წლის დავით რაზმაძე ლიბიის ნავსადგურში 6 იანვარს გაუჩინარდა, მისი ცხედარი 21 იანვარს სანაპიროზე იპოვნეს. ოჯახის მტკიცებით, მეზღვაური მოკლულია. ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება, შემდეგ კი გორში გადაასვენებენ.    

მეტი

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარი დღეს ნავსადგურში იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარი დღეს ნავსადგურში იპოვეს

7 იანვარს, ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარი, დღეს ლიბიის ერთ-ერთ ნავსადგურში იპოვეს. ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა გახდა 23 წლის ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის თქმით, ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება და შედეგები ცნობილი ხვალ გახდება. “სამწუხაროდ, დღეს შეგვატყობინეს, რომ ცხედარი ნაპოვნია. პირველადი ინფორმაციით, ის ეკუთვნის ჩვენს მეზღვაურს, დავით რაზმაძეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა. შედეგები ხვალისთვის გვეცოდინება”, – განაცხადა ეკონომიკისა…

მეტი