მეგან მარკლი ჰარიზე ქორწინებას ნანობს და სამსახიობო კარიერას უბრუნდება

მეგან მარკლი ჰარიზე ქორწინებას ნანობს და სამსახიობო კარიერას უბრუნდება

daily mail დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბიოგრაფის და Vanity Fair-ის კონტრიბუტორის, სალი ბედელ სმიტი სკანდალურ ინეტრვიუს აქვეყნებს.  სალი ბედელ სმიტი გამოცემასთან ამბობს რომ მეგან მარკლი სამსახიობო კარიერისთვის თავის დანებებას ნანობს და სამეფო ოჯახთან დაკავშირებით მისი  მოლოდინები არ გამართლდა. ” ის საკმაოდ განსხვავდებოდა სამეფო ოჯახის სხვა რძლებისგან, რადგან წარმატებული პროფესიონალი გახლდათ და ამ ყველაფრის გვერდზე გადადება მოუწია, რომ პრინც ჰარიზე დაქორწინება შესძლებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ის ნანობს თავის გადაწყვეტილებას, რადგან მისი მოლოდინები სამეფო ოჯახთან დაკავშირებით არ…

მეტი

ვინ დაიცავს ჰარისა და მეგანის უსაფრთხოებას კანადაში?

ვინ დაიცავს ჰარისა და მეგანის უსაფრთხოებას კანადაში?

მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ სამეფო ოჯახის ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადეს და დროის დიდი ნაწილის კანადაში გატარება გადაწყვიტეს, წყვილთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ წყდება. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ კანადელები ჰარისა და მეგანის იქ ყოფნით მოხარულები იქნებიან. თუმცა ახლა საქმე ისაა, ვინ გადაიხდის ამ სიხარულის ფასს – პირდაპირი მნიშვნელობით და რის საფუძველზე გახდებიან კანადის მუდმივი მაცხოვრებლები ბრიტანელი ჰარი და ამერიკელი მეგანი. ტრუდოს თქმით, ამ თემაზე მსჯელობა აუცილებლად გაიმართება. კანადელებს ყველაზე მეტად ის…

მეტი

პრინცი ჰარი და მეგანი სამეფო ვალდებულებებზე უარს ამბობენ

პრინცი ჰარი და მეგანი სამეფო ვალდებულებებზე უარს ამბობენ

“ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ სამეფო ვალდებულებებზე უარს ამბობენ და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე იზრუნებენ. ისინი ერთდროულად ორ სახლში იცხოვრებენ – ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. პრინცი ჰარი და მეგანი აპირებენ “ახალი, პროგრესული როლი შეასრულონ მონარქიის ინსტიტუტში”. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდხნიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მიიღეს. მანამდე, ტახტის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის უმცროსი ვაჟი და მისი მეუღლე საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მათთვის ძნელი იყო, მუდმივად საჯარო ყურადღების ცენტრში ყოფნა. “ორ კონტინენტზე ცხოვრება მოგვცემს შესაძლებლობას,…

მეტი

პრინცმა ჰარიმ და მეგანმა შვილს არჩი ჰარისონი დაარქვეს – ახალშობილის პირველი კადრები სასახლიდან

პრინცმა ჰარიმ და მეგანმა შვილს არჩი ჰარისონი დაარქვეს – ახალშობილის პირველი კადრები სასახლიდან

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, ჰარიმ და მეგანმა, საზოგადოებას პირველად უჩვენეს თავიანთი ახალშობილი ვაჟი, რომელიც 6 მაისს დაიბადა. მას არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ-უინძორი დაარქვეს. “ძალიან კარგი ზნის ბავშვია, მშვიდი. ნამდვილი საოცრება”, – ასე თქვა მეგანმა თავისი ვაჟის შესახებ, რომელიც კადრებში თეთრ საბანში გახვეული ჩანს. მეგანს ჰარიმ უპასუხა: “არ ვიცი, ვის დაემსგავსა ასეთი”, – და ორივემ გაიცინა. ახალშობილი უკვე გააცნეს დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპს. არჩი დედოფლის მერვე შვილთაშვილია. “ეს ნამდვილი ჯადოსნობაა, გასაოცარი ამბავია. მე მსოფლიოში ორი…

მეტი

არასამეფო სისხლი სამეფო ოჯახებში – უბრალო ადამიანები, რომლებსაც მონარქებმა საკუთარი გული მიუძღვნეს

არასამეფო სისხლი სამეფო ოჯახებში – უბრალო ადამიანები, რომლებსაც მონარქებმა საკუთარი გული მიუძღვნეს

რამდენიმე დღის წინ, ტაილანდის მეფე საკუთარი დაცვის წევრზე დაქორწინდა და ის დედოფლად გამოაცხადა. მეფე მახა ვაჩირალონგკორნმა თავისი პირადი უსაფრთხოების უფროსის მოადგილე, სუტხიდა ტიჯაი მოიყვანა ცოლად. მოულოდნელი გადაწყვეტილება დაქორწინების თაობაზე მონარქმა შაბათ-კვირას დაგეგმილი კორონაციის წინ მიიღო. ნაციონალური ავიაკომპანია Thai-ს ყოფილი სტიუარდესა ტაილანდის მეფემ 2014 წელს საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა; 2 წლის შემდეგ – არმიის გენერლობა მიანიჭა, ცოტა ხნის წინ კი – დედოფლის ტიტულიც. მეგობრების წვეულებაზე ნორვეგიის მომავალმა მეფემ, ჰარალდ V 21 წლის სონია ჰარალდსენი…

მეტი