პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

პირველად, ქართული ჯარი ნდობის რეიტინგის ლიდერია და ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს 1 %-ით უსწრებს

ქართული ჯარი 86%-ით ნდობის რეიტინგის ლიდერია. IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევით, 4%-ით შემცირებულია ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის რეიტინგი. წინა კვლევის მიხედვით, ეკლესიის რეიტინგი 89% იყო და ინსტიტუციებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. ახალი კვლევით კი, ეკლესიამ რეიტინგში პირველობა 4 %-ით დაკარგა. მისი რეიტინგი დღეს 85%-ია. ახალი კვლევით, ჯარის რეიტინგი გაზრდილია და 86% შეადგენს, მესამე  ადგილზე 72%-ით ქართული მედიაა, ხოლო მეოთხეზე, 59%-ით პოლიცია. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%;…

მეტი

363 ჟურნალისტი პრემიერისგან სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მუშაობის გადახედვას მოითხოვს

363 ჟურნალისტი პრემიერისგან სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მუშაობის გადახედვას მოითხოვს

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მიმართვის ავტორები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაერთიანებული ჟურნალისტები, ასევე ის მედიასაშუალებებიც არიან, რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან. მიმართვის ავტორები როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებენ. „მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა…

მეტი

Feke news – რა მოგვატყუა ქართულმა მედიამ თებერვალში

Feke news – რა მოგვატყუა ქართულმა მედიამ თებერვალში

Media checker გასული იანვრის მსგავსად, ყალბი ამბების, ე.წ. Fake News-ების გარეშე არც თებერვალს ჩაუვლია. განსხვავებით იანვრისგან, როდესაც ასეთი ამბები იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან იყო კავშირში, თებერვალში გავრცელებული Fake News-ების რამე თემასთან დაკავშირება შედარებით რთულია. თებერვლის თვეში, ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სამი ყალბი ამბავი სარგებლობდა: უძველესი თაფლის აღმოჩენა ბორჯომში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შესახვედრად საჭირო ფულის მოსაგროვებლად გაყიდული ეროვნული საგანძური და ქორწილის ღამეს უსაწოლოდ დარჩენილი სიძე-პატარძლის ამბავი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვითვე…

მეტი