ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ. 1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე…

მეტი

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

სამშენებლო კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა. სახურავი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადიოდა, კედლები დაინესტა და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC შიდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.  სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად თანხა შეგროვდა.

მეტი

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ბერშუეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სამშენებლო კომპანია MBG, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვის სამუშაოებს  იწყებს. სახურავი დიდი ხანია დაზიანებულია, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადის, კედლები დანესტილია და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს. სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად 43…

მეტი