საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. “7გამოჯანმრთელებული დაგვემატა ჯამში და გახდა 84. გამოჯანმრთელებულებში, 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია”, – განაცხადა ეზუგბაიამ. ჯამში, საქართველოში COVID-19-ით 385 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 84 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მეტი

„გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ“ – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი განცხადებას აკეთებს

„გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ“ – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი განცხადებას აკეთებს

„ძალიან გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. სანერვიულო არაფერი არ გვაქვს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 14 პაციენტია მოთავსებული. ჯერ-ჯერობით მათი დიაგნოზი დაუდგენელია. “დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა არ გვაქვს. სუბეიქტურად ჩივილები არ აქვთ. ობიეტურად არანაირი ცვლილებები არ ვლინდება. დიდი ალბათობით, როგორც ყოველთვის,  ამ 14 შემთხვევაზეც ტესტის შედეგი იქნება, ალბათ, ნეგატიური. ჩვენ ველოდებით ტესტის შედეგებს. ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია იმან, რომ 14 პაციენტზე ტესტის…

მეტი