რევია-კაზაკოვას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რევია-კაზაკოვას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ისტორიაში პირველად, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ, ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართული წყვილი მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა და 0.05 ქულა აშორებდა რუსეთის წარმომადგენელ შანაევა-ნარიჟნის დუეტს. თავისუფალ პროგრამაში, რევია-კაზაკოვას წყვილი მე-18 ნომრად იყო განთესილი. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა 176.19 ქულა მოაგროვეს, მესამე პოზიციაზე გასული რუსეთი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო, საქართველოს 1.02 ქულით ჩამორჩა. რევია-კაზაკოვას წყვილს ოქროს მედლამდე 0.99 ქულა დააკლდა. ტალინში ოქროს მედალს…

მეტი

გიორგი რევია და მარია კაზაკოვა ზამთრის სახეობების საუკეთესო სპორტსმენები არიან

გიორგი რევია და მარია კაზაკოვა ზამთრის სახეობების საუკეთესო სპორტსმენები არიან

ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, ზამთრის სახეობებში, წლის საუკეთესო სპორტსმენებად ფიგურული მოციგურავეები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა დაასახელა. ახალგაზრდა სპორტულმა წყვილმა, წლის ბოლო წარმატებას ტურინში, გრან პრის სერიების ფინალში მიაღწიეს, სადაც აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს აჯობეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. კაზაკოვა-რევიას წყვილმა, წელსვე, ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედლები და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ივლისში კი დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი მოიგო.  

მეტი

გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ტურინის გრან პრი ქართული ცეკვით დახურეს (ვიდეო)

გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ტურინის გრან პრი ქართული ცეკვით დახურეს (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ტურინის ყინულის ოლიმპიურ არენაზე გამართული გალა კონცერტი, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ საჩვენებელი ქართული ცეკვით დახურეს. გრან პრის ფინალის მთავარი მოულოდნელობა და სენსაცია, სწორედ ქართული სპორტული წყვილის გამარჯვება იყო, რომლებმაც კონკურენციაში ისეთ ქვეყნებს აჯობეს, როგორებიც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთია. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა გრან პრის ეტაპების ფინალში გამარჯვება და ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს. იუნიორთა კატეგორიისგრან პრის ფინალში, რითმული ცეკვებით 4 ქვეყნის მსოფლიოს საუკეთესო 6 ფინალისტი წყვილი წარსდგა….

მეტი

ისტორიული ოქრო ტურინიდან – რევია-კაზაკოვას წყვილი გრან პრის გამარჯვებულია(ვიდეო)

ისტორიული ოქრო ტურინიდან – რევია-კაზაკოვას წყვილი გრან პრის გამარჯვებულია(ვიდეო)

ისტორიაში პირველად, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ, გრან პრის ეტაპების ფინალში გამარჯვება და ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს. იტალიის ქალაქ ტურინში, გამართულ იუნიორთა კატეგორიისგრან პრის ფინალში, რითმული ცეკვებით 4 ქვეყნის მსოფლიოს საუკეთესო 6 ფინალისტი წყვილი წარსდგა. მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა 68.76 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში კი – 106.14 და პირველობა არავის დაუთმეს. გრან პრის ეტაპების ფინალი, მნიშვნელობით მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება და მასში მსოფლიოს საუკეთესო 6 დუეტი მონაწილეობს. მოკლე და თავისუფალი პროგრამის წარმოდგენის შემდეგ,…

მეტი

მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დაუჯერებელი გამოსვლა ზაგრების გრან პრიზე (ვიდეო)

მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დაუჯერებელი გამოსვლა ზაგრების გრან პრიზე (ვიდეო)

მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილმა, ზაგრების იუნიორთა გრან პრიზე, სპორტულ ცეკვებში, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედლები მოიპოვა. ზაგრების ყინულის არენაზე, 14 ქვეყნის 17 წყვილი მონაწილეობდა. ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა წყვილისთვის,  ეს სერიის მეორე ეტაპი იყო რიგაში გამართული ტურნირის შემდეგ. ამ ეტაპის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გრან -პრის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად და 5-9 დეკემბერს იტალიის ოლიმპიურ ქალაქ ტურინში გასამგზავრებლად. ზაგრებში, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ღირსეულად იასპარეზეს, სეზონის საუკეთესო…

მეტი

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, NRW Summer Trophy 2019 ქართველმა მოციგურავეებმა, სპორტული ცეკვების კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს. ეს პირველი ოფიციალური სტარტი იყო მოციგურავეებისათვის ახალ სეზონზე. იუნიორთა კატეგორიაში თავისი ახალი მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა ქართველმა სპორტულმა მოცეკვავე წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ. ქართველი წყვილისათვის ეს პირველი სტარტი იყო ახალ სეზონზე და იგი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. 7 ქვეყნის 12 მოციგურავეს შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში პირველი ადგილი…

მეტი

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას მიერ ყინულზე შესრულებული ქართული ცეკვა (ვიდეო)

გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას მიერ ყინულზე შესრულებული ქართული ცეკვა (ვიდეო)

ქართველმა მოცეკვავე წყვილმა, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, 10 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2019 წლის სპორტული სეზონი საჩვენებელი გამოსვლა სპეციალურად მომზადებული ქართული ცეკვით დაასრულა. “ყინულზე ქართული ფოლკლორული კომპოზიციით, ფიგურული ციგურაობის ელემენტების ენით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად, ემოციურად შესრულებული საჩვენებელი ნომრით, წყვილმა შეძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა და იმ დროშის ღირსეულად დაცვა, რომლის ქვეშ ბევრი პერსპექტიული ქართველი მოციგურავე იასპარეზებს და კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანს ფიგურული ციგურაობის მოყვარულ…

მეტი