მანდატურის სამსახურის უფროსი: “ძლიერები არ ძალადობენ” მნიშვნელოვანი კამპანია იყო

მანდატურის სამსახურის უფროსი: “ძლიერები არ ძალადობენ” მნიშვნელოვანი კამპანია იყო

მანდატურის სამსახურის უფროსი ანტიბულინგურ კამპანიას მხარდაჭერას უცხადებს და ბერშუეთელ ბავშვებს განახლებული სპორტული დარბაზის გახსნას ულოცავს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე ამბობს, რომ „ძლიერები არ ძალადობენ“ იყო მნიშვნელოვანი ანტიბულინგური კამპანია, რომელშიც სიამოვნებით იყვნენ ჩართული მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები. მანდატურის სამსახურის უფროსი სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს განახლებული სპორტული დარბაზის გახსნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ უწყება კამპანიას მხარს მომავალშიც დაუჭერს. „ვფიქრობ, „ძლიერები არ ძალადობენ“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია. ამ კამპანიის ფარგლებში, აუცილებელი,  სწორიდა…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

“ძლიერები არ ძალადობენ” – სოციალური კამპანიის მონაწილეები ნიუტონის თავისუფალ სკოლას ეწვივნენ

კომპანია PRMC-ის სოციალურ პროექტში – “ძლიერები არ ძალადობენ” – ნიუტონის თავისუფალი სკოლა ჩაერთო. კამპანიის ეგიდით, სკოლის მოსწავლეებს საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” ესტუმრა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებიც მონაწილეობდნენ. ისინი მოზარდებს ბულინგის არსის შესახებ ესაუბრნენ და მასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები განიხილეს. სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით –  “არ დაჩაგრო, იზრუნე” – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა…

მეტი