მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. ამასთან დაკავშირებით, ხაზარაძემ სპეციალური განცხადება “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა. ბიზნესმენის თქმით, “თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გვერდიდან ვერ უყურებ”, ამიტომ ის დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მიზანიც “ქვეყნის გაერთიანება, თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლა იქნება”. “მეგობრებო ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს. სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის

მამუკა ხაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დააფინანსოს 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის და ამით მხარი დაუჭიროს ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. “მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას”, – წერს მამუკა ხაზარაძე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა

“თიბისი ბანკისა” და ანაკლიის განვითარების კონსირციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება გაავრცელა: “დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია…

მეტი

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილის ასლს აქვეყნებს

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილის ასლს აქვეყნებს

საქართველოოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილის ასლს აქვეყნებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ: “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2019 წლის 4 მარტს, ამ საქმის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურანტმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა…

მეტი

პროკურორი: ხაზარაძემ სასამართლოზე ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი წარმოადგინა, რომლის შედგენა ნებისმიერს შეუძლია

პროკურორი: ხაზარაძემ სასამართლოზე ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი წარმოადგინა, რომლის შედგენა ნებისმიერს შეუძლია

სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმაც. მისი თქმით, ბიზნესმენის მიერ სასამართლოსთვის გადაცემული წერილის შინაარსი მისთვის ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება წერილის ფორმას, პროკურორი აცხადებს, რომ “მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ან ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას…

მეტი

მამუკა ხაზარაძე: მივიტანე წერილის ასლი. ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე

მამუკა ხაზარაძე: მივიტანე წერილის ასლი. ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი, რომლის თაობაზეც მან გუშინ, პარლამენtტის ტრიბუნიდან ისაუბრა, პროკურორებს უკვე გადასცა. „ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები, მოსამართლის თანდასწრებით. გადავეცი წერილის ასლი. გავაკეთე კომენტარები. მე კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა მენტალიტეტის პროკურატურა… წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ. რაც შეეხება წერილის შინაარსს, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს “პროკურატურის კომპეტენციაა” და თავად შეუძლიათ, გაასაჯაროონ. მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა, დაახლოებით, 2…

მეტი

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძეს, წერილთან დაკავშირებით, დღეს გამოკითხავს

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძეს, წერილთან დაკავშირებით, დღეს გამოკითხავს

TBC ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. საქმე ეხება იმ წერილს, რომლის შესახებაც, გუშინ ხაზარაძემ პარლამენტში, TBC ბანკის საქმეზე საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც “რაღაცეების შესრულებას” სთხოვდნენ, თუმცა ბანკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ გახარიას მოთხოვნები არ შეუსრულებიათ. თავად გიორგი გახარია წერილის არსებობის ფაქტს უარყოფს, ხაზარაძეს კი ამ საკითხზე დღეს საქალაქო სასამართლო გამოკითხავს. TBC ბანკის დამფუძნებლის გამოკითხვა სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის ჩვენებიდან ამონარიდს აქვეყნებს

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის ჩვენებიდან ამონარიდს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურა TBC-ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება და უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. პროკურატურა აცხადებს, რომ “გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, “გამოკითხვისას ხაზარაძემ  ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ  11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის…

მეტი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, შს მინისტრი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ აცნობიერებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, შს მინისტრი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ აცნობიერებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მამუკა ხაზარაძის ბრალდებაზე გაცემულ პასუხს აფასებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება „მისი უფლებამოსილების ვერგაცნობიერებას აჩვენებს.“ თინა ხიდაშელი: „ორი სიტყვა გახარიას პასუხზე: – „ის იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენი“   – ამ ქვეყანაში ჯერ კანონები არ შეუცვლიათ და მსგავსი დეფინიცია შსს მინისტრისგან უბრალოდ უსაგნოა. უფრო მეტიც მისი უფლებამოსილებების ვერ გაცნობიერებას აჩვენებს. შს მინისტრი მორალის პოლიცია არ არის, ის კანონის აღსრულებისთვის არსებობს. ბიზნესმენისთვის პრივილეგიის მინიჭება კი, რომელიც თურმე უნდა დასრულდეს…

მეტი

გიგი უგულავა – გახარიას გადაყენება გარდაუვალია

გიგი უგულავა – გახარიას გადაყენება გარდაუვალია

“მამუკა ხაზარაძე, აშკარად, იყო გულწრფელი და ბევრი გამაოგნებელი რამ თქვა“, –  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძის  დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება დაჭერები. „დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა-დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა, იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ- ეს ახლა უკვე არარელევანტურია. სამი, ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს. 1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის…

მეტი
1 2 3